ლიბერეცის ტექნიკური უნივერსიტეტი (TUL) 1953 წელს ჩეხეთში დაარსდა და 1995 წლისთვის სრულფასოვან უნივერსიტეტად გარდაიქმნა. TUL მასპინძლობს დაახლოებით 7000 სტუდენტს, მათ შორის 450-ზე მეტ საერთაშორისო სტუდენტს. უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა მექანიკური ინჟინერია, ტექსტილის ინჟინერია, ეკონომიკა, ხელოვნება და არქიტექტურა, მექატრონიკა, ჯანდაცვის კვლევები და მეცნიერებები.
TUL-ის ძლიერი მხარეებია პრაქტიკული განათლება და გამოყენებითი კვლევები, რასაც ადასტურებს ნანომასალების, მოწინავე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ინსტიტუტი 19 ლაბორატორიითა და გამოგონებით, როგორიცაა Nanospider. უნივერსიტეტი აქტიურადაა ჩართული საერთაშორისო ქსელში და თანამშრომლობს 150-ზე მეტ უნივერსიტეტთან მსოფლიოში, მათ შორის ჩართულია Erasmus+ გაცვლით პროგრამებთან, ორმაგი ხარისხის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებში.
ალტე უნივერსიტეტსა და TUL-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული. თანამშრომლობა საერთაშორისო გამოცდილების მიღების კუთხით მრავალმხრივ შესაძლებლობებს სთავაზობს სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, კერძოდ:გაცვლითი პროგრამების, ერთობლივი კვლევითი პროექტების ორგანიზებას, სასწავლო მასალებისა და ლიტერატურის გაცვლას, ერთობლივი პროგრამების განვითარებას.

