ლანჯოუს უნივერსიტეტი 1909 წელს, ჩინეთში, ლანჯოუში დაარსდა. ის სტუდენტებს მრავალფეროვან საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტრო პროგრამებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ინჟინერიაში, ჰუმანიტარულ, სოციალურ მეცნიერებებსა და მედიცინაში სთავაზობს. უნივერსიტეტია ცნობილია სამეცნიერო კვლევასა და ინოვაციებზე ორიენტირებული საქმიანობით.
უნივერსიტეტი თანამშრომლობს საერთაშორისო უნივერსიტეტებთან და ორგანიზაციებთან. მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებთან ერთად აქტიურადაა ჩართული სტუდენტებისა და პერსონალის გაცვლით პროგრამებში და ერთობლივ კვლევით პროექტებში. ლანჯოუს უნივერსიტეტი მხარს უჭერს „Belt and Road“ ინიციატივას, რათა გააძლიეროს აკადემიური კავშირები გლობალურად და ხელი შეუწყოს სტუდენტების საერთაშორისო გამოცდილების მიღებას.
ალტე უნივერსიტეტსა და ლანჯოუს უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული. თანამშრომლობა საერთაშორისო გამოცდილების მიღების კუთხით მრავალმხრივ შესაძლებლობებს სთავაზობს სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, კერძოდ: გაცვლითი პროგრამების, ერთობლივი კვლევითი პროექტების ორგანიზებას, სასწავლო მასალებისა და ლიტერატურის გაცვლას, ერთობლივი პროგრამების განვითარებას.