Flag 0Flag 1
logo

კონფუცის ინსტიტუტი

ალტე უნივერსიტეტში კონფუცის ინსტიტუტი მე-6 სართულზე მდებარეობს. კონფუცის ინსტიტუტში მოქმედებს ჩინური ბიბლიოთეკა, ოთახი ჩინური კულტურის თემატიკით, საკონფერენციო დარბაზი, ლექციებისა და კონფერენციების სივრცე. სასწავლო გარემო აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკით, კომპიუტერებითა და პროექტორებით.

კონფუცის ინსტიტუტი გთავაზობთ ჩინური ენის კურსების ფართო არჩევანს, საწყისი დონიდან ჩინურ ხარისხამდე. ინსტიტუტში შესაძლებელია HSK, YCT კურსების, ჩინური ენა ბავშვებისთვის და სპეციალური კულტურული გამოცდილების კურსების გავლა. გარდა ამისა, ალტე უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტში მოქმედებს HSK, HSKK და YCT ტესტირების ოფიციალური ცენტრიც.

ალტე უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი თანამშრომლობს ლანჯოუს უნივერსიტეტთან. ამიტომ, სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა ისწავლონ ჩინეთში საზაფხულო ბანაკების ფარგლებში, ასევე ისარგებლონ სტიპენდიებით. სტიპენდიის გამოყენებისათვის საჭიროა HSK დონის 3 გამოცდის ჩაბარება.

ჩარიცხვის შესახებ: გაზაფხულის სემესტრში კონფუცის ინსტიტუტის კურსები მარტში, ხოლო შემოდგომის სემესტრში, ჩვეულებრივ ოქტომბერში იწყება. ჩარიცხვა შესაძლებელია ყველა ასაკის სტუდენტისათვის, ხოლო ალტე უნივერსიტეტის ამჟამინდელ სტუდენტებს შეუძლიათ უფასოდ ისწავლონ.

სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს, კონფუცის ინსტიტუტში დარეგისტრირება შეუძლიათ კონფუცის ინსტიტუტის ოფიციალური ფეისბუქ გვერდიდან.

ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებს, განსაკუთრებით დამწყებებს, რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ უნივერსიტეტის მიერ გაზიარებული რეგისტრაციის ბმულიდან.

ჩინური ენის კურსის სარეგისტრაციო ბმული ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის: https://forms.gle/guEk3fkepk1JDwVc7

ჩინური ენის კურსის სარეგისტრაციო ბმული სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის: https://forms.gle/c8P9uc2MeDp7FAvc9