ალტე უნივერსიტეტის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ორგანიზებით, ფსიქოლოგიისა და მედიცინის ქართულენოვანი პროგრამის სტუდენტებისთვის IDS Healthcare Foundation-ის წარმომადგენლებმა სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა და პრაქტიკული ვორკშოპი გამართეს.
შეხვედრის ფარგლებში, სტუდენტები გაეცნენ საერთაშორისო ორგანიზაციის - IDS Healthcare Foundation-ის საქმიანობას, მის მისიასა და იმ მოხალისებრივ და პრაქტიკულ პროგრამებს, რომლებშიც ახალგაზრდებს შეუძლიათ ჩართვა. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია აღნიშნულ პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობებისა და იმ პროფესიული გამოცდილების შესახებ, რომელსაც მსგავსი პრაქტიკული აქტივობები უზრუნველყოფს.
ღონისძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო სწრაფი ტესტირების მიმართულებით გადამზადებას. სტუდენტებმა პრაქტიკული სწავლების ფორმატში გაიარეს ტრენინგი ტესტირების განხორციელების პროცესში, მათ შორის - პრე და პოსტ კონსულტირების საკითხებში, რაც მომავალში მათ დამოუკიდებლად ტესტირების კამპანიების დაგეგმვისა და განხორციელების შესაძლებლობას მისცემს.
ღონისძიება მოიცავდა როგორც პრეზენტაციულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს და მიზნად ისახავდა სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას, პროფესიული უნარების განვითარებასა და ჯანდაცვის სფეროში პრაქტიკული გამოცდილების მიღების ხელშეწყობას.


