Flag 0Flag 1

სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა

ალტე უნივერსიტეტის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა სტუდენტებს თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომებზე, საერთაშორისო აკადემიურ სტანდარტებსა და პრაქტიკულ სწავლებაზე დაფუძნებულ განათლებას სთავაზობს.
 

სკოლა ახორციელებს სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო, აგრეთვე ფსიქოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებსაც უნივერსიტეტის მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი, გამოცდილი მოწვეული ლექტორები და პრაქტიკოსები უძღვებიან. მათი ჩართულობით სტუდენტები საფუძვლიან თეორიულ ცოდნას იღებენ, ეცნობიან პროფესიული საქმიანობის რეალურ გარემოს და დარგის თანამედროვე გამოწვევებს.


სკოლა ხელს უწყობს სტუდენტებში თავისუფალი და კრიტიკული აზროვნების განვითარებას, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებასა და პროფესიული და პიროვნული პოტენციალის რეალიზებას.
 
 

პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება
 

სკოლა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლებას, კვლევით საქმიანობასა და სტუდენტთა აქტიურ ჩართულობას აკადემიურ პროცესში, რაც სფეროს სპეციფიკიდან გამომდინარე მორგებულია თითოეული პროგრამის საჭიროებებზე:

 

სამართლის პროგრამების ფარგლებში სტუდენტები ეუფლებიან იურიდიული დოკუმენტების მომზადებისა და ანალიზის პრაქტიკულ უნარებს, ასევე - მონაწილეობენ იმიტირებულ სასამართლო პროცესებში, რომლებიც მიმდინარეობს იმიტირებულ სასამართლო დარბაზში, რაც სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, რეალურთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში გამოსცადონ თეორიულად შეძენილი ცოდნა და განივითარონ პროფესიული უნარები.

 

ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები კი პრაქტიკას პარტნიორ ორგანიზაციებში გადიან, სადაც შესაბამისი სფეროს სპეციალისტების ხელმძღვანელობით პრაქტიკულ გამოცდილებას რეალურ სამუშაო გარემოში იძენენ.
 
 

საერთაშორისო კავშირები
 

სკოლა აქტიურად არის წარმოდგენილი საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში და ევროპის სამართლის ფაკულტეტების ასოციაციის (ELFA) წევრია. ასოციაცია ხელს უწყობს ევროპულ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და სამართლის განათლების აკადემიური სტანდარტების განვითარებას.
 

ამასთანავე, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი - ქეთევან ცხადაძე საჯარო სამართლის საერთაშორისო საზოგადოების - ICON·S-ის (International Society of Public Law) მუდმივი წევრია. ორგანიზაცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან აერთიანებს საჯარო სამართლის მეცნიერებს, პროფესორებს, სტუდენტებსა და პრაქტიკოს იურისტებს.

სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა