EPITA არის წამყვანი საინჟინრო სკოლა საფრანგეთში, რომელიც სპეციალიზდება კომპიუტერულ მეცნიერებებსა და ინფორმაციულ ტექნოლოგიებში. უნივერსიტეტი აერთიანებს მაღალ აკადემიურ სტანდარტებს, პრაქტიკულ სწავლებასა და ინოვაციებზე დაფუძნებულ მიდგომებს, რაც სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას განავითარონ ძლიერი ტექნიკური და ანალიტიკური უნარები. საერთაშორისო გარემო, ინდუსტრიასთან მჭიდრო კავშირები და პროექტებზე დაფუძნებული სწავლება უზრუნველყოფს კონკურენტუნარიან განათლებას გლობალურ ტექნოლოგიურ სივრცეში.
ალტე უნივერსიტეტსა და EPITA -ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული. თანამშრომლობა საერთაშორისო გამოცდილების მიღების კუთხით მრავალმხრივ შესაძლებლობებს სთავაზობს სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, კერძოდ:გაცვლითი პროგრამების, ერთობლივი კვლევითი პროექტების ორგანიზებას, სასწავლო მასალებისა და ლიტერატურის გაცვლას, ერთობლივი პროგრამების განვითარებას.


