Flag 0Flag 1
ak-shegidzlia-moipovo-stsavlis-sruli-dafinanseba
გაიგე მეტი

დიზაინ ფიქრი

:

სამყარო სწრაფად იცვლება და ამას ყველა ვგრძნობთ. რაც დრო გადის, მით უფრო რთულდება გამოწვევები და პრობლემები ბიზნეს, საჯარო თუ საზოგადო სივრცეში. ამას ისიც ემატება, რომ თანამედროვე და მით უმეტეს მომავლის პრობლემების გადასაჭრელად, ძველი მეთოდები და მზა რეცეპტები ნაკლებად მუშაობს, დავალებების შესასრულებლად კი, ვადა სულ უფრო მცირდება. სწორედ ამ სირთულეებთან გასამკლავებლად, თანამედროვე მსოფლიოში აქტუალობას იძენს ინოვაციური მეთოდი - დიზაინ ფიქრი. დიზაინ ფიქრი არის პრობლემების გადაჭრის, ამოცანების ამოხსნის, გამოწვევების გადალახვისა და ინოვაციების დანერგვის თანამედროვე დისციპლინა. ის სხვადასხვა დარგის დიზაინერებისგან ითვისებს შემოქმედებით მეთოდებს, ძიების მიდგომებსა და მოფიქრების ეტაპებს.

 

კურსი განკუთვნილია, ყველასთვის, ვისაც სურს, რომ შეეძლოს ამოცანების ამოხსნა და პრობლემების გადაჭრა - სფეროს განურჩევლად, სჯერა ინოვაციური იდეების და სურს, რომ თანამედროვეობას მაქსიმალურად მოერგოს, აქვს სურვილი შეცვალოს, გააუმჯობსოს და გამოიგონოს რაღაც საინტერესო და მნიშვნელოვანი, ეფიქრება იმაზე, თუ როგორ გახადოს უკეთესი საკუთარი კომპანია, გარემო და თუნდაც ქვეყანა.

 

კურსს უძღვება ეკა ყიფიანი - კრეატიული სააგენტო ,,JWT Metro”-ს კრეატიული დირექტორი. ეკა სარეკლამო ინდუსტრიაში 18 წელზე მეტია მოღვაწეობს და 10 წელზე მეტია, რაც ლექციებს კითხულობს კრეატივისა და სტრატეგიის განხრით. მიაჩნია, რომ შემოქმედებითი ფიქრი, არა ნიჭის, არამედ მიდგომის საგანია და ყველას გონებას შეუძლია შექმნას განსაკუთრებული იდეები.

 

სრული კურსის ხანგრძლივობა: 3 ინტენსიური დღე (27 საკონტაქტო საათი).

 

სასწავლო პროგრამისა და განრიგის საბოლოო ფორმიერება მოხდება კომპანიის მოთხოვნებისა და საჭიროებების შესაბამისად.

 

კურსის წარმატებულად გავლის შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი!

 

დიზაინ ფიქრი