საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

Flag 0Flag 1
Flag 0Flag 1
logo

უწყვეტი განათლება

ალტე უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და სატრენინგო პროგრამების დეპარტამენტი წარმოადგენს სასწავლო ერთეულს, რომლის ძირითადი ფუნქციაა ცოდნის, უნარებისა და კომპეტენციების შეძენის უწყვეტი პროცესი, ფორმალური განათლების მიღმა, რომელიც, მთელი ცხოვრებისა და კარიერის განმავლობაში გრძელდება. უწყვეტი განათლება, არის დინამიური და განვითარებადი კონცეფცია, რომელიც ავლენს ინდივიდების საჭიროებას, რომ მუდმივად განავითარონ თავიანთი ცოდნა და ადაპტირდნენ ცვალებად გარემოში, პიროვნულ თუ პროფესიულ კონტექსტში. უწყვეტი განათლებისა და სატრენინგო პროგრამების დეპარტამენტი ფართო საზოგადოებისთვის ქმნის, უწყვეტი განათლების სერვისებს, როგორიცაა მოკლევადიანი, საშუალო და გრძელვადიანი ტრენინგები, მოსამზადებელი/სასერთიფიკაციო კურსები. 

დეპარტამენტი შექმნის დღიდან გეგმავს და ახორციელებს ტრენინგ კურსებს. პროგრამები სრულად ასახავს კონკრეტული მიმართულებით დაინტერესებული პირების საჭიროებებს, რომელიც თანამედროვე და ინოვაციური მიდგომების გამოხმაურებაა.

უშუალოდ დარგის პრაქტიკოსი ექსპერტების მონაწილეობით შექმნილი პროგრამები დამატებით ღირებულებას მატებს თითოეულ მოდულს.

კურსის დიზაინს დარგის ექსპერტები, დაინტერესებულ მხარეებთან ერთად ქმნიან (tailor made).

კურსდამთავრებულთათვის (Alumni) სპეციალური პროგრამა, სექტორული ურთიერთობის ჩამოყალიბების, გამოცდილების გაზიარების უნაკალურ შესაძლებლობას ქმნის.

უწყვეტი განათლებისა და სატრენინგო პროგრამების დეპარტამენტს ამ დრომდე ჩატარებული აქვს 17 ტრენინგ კურსი.

USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით განახორციელა სასერთიფიკაციო კურსი “Angular in Depth“, სადაც გრანტის ფარგლებში, მთელი საქართველოს მაშტაბით, 35 მონაწილეს დაუფინანსდა ტრენინგ კურსის საფასურის 90%. სასერთიფიკაციო კურსი კი წარმატებით დაასრულა და სერთიფიკატი გადაეცა 20 მონაწილეს. დღეისათვის სტაჟირება გაიარა და დასაქმდა მონაწილეების 80%

ალტე უნივერსიტეტისა და „EADA Business School”-ის თანამშრომლობით, განხორციელდა სასერთიფიკაციო კურსი „Executive Training Program for Healthcare Managers“, სადაც გადამზადდა “EVEX“-ისა და „MediClub”-ის თანამშრომლები. აღნიშნული ტრენინგ კურსი, ასევე გაიარეს ალტე უნივრსიტეტის, ბიზნესის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა, რომელებსაც სრულიად დაუფინანსდათ კურსის საფასური უნივერსიტეტის მიერ. სასერთიფიკაციო კურსი ჩატარდა ჰიბრიდულ რეჟიმში, რომელიც 6 მოდულისგან შედგებოდა. 2 მოდული თბილისსა და ბარსელონაში ჩატარდა, ხოლო 4 ონლაინ რეჟიმში.

 

 ინოვაციების მენეჯმენტი - "How to Manage Innovations in the Organization" ტრენინგი ჩატარდა ალტე უნივერსიტეტში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მსხვილი ორგანიზაციების 14-მა თანამშრომელმა. ტრენინგი ჩაატარა საერთაშორისო ექსპერტმა Tamegon Consulting-იდან. ტრენინგის შინაარსი მოიცავდა ინოვაციების მენეჯმენტის ძირითად პრინციპებს, მოდელებსა და ტიპებს და ინოვაციების წარმატების გასაზომად გამოყენებულ ძირითადი მეტრიკებს, შემთხვევების ანალიზს.

 

"Product Management"-ის ტრენინგი ჩატარდა ბაქოში, აზერბაიჯანში, ადგილობრივი საბანკო სექტორის წარმომადგენლებისთვის, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 10-მა ადამიანმა. ტრენინგის ხანგრძლივობა იყო 16 საათი (2 სრულ დღე). ტრენინგის შინაარსი მოიცავდა პროდუქტის მართვის შესავალს, მომხმარებლის კვლევასა და პერსონაჟების განვითარებას, პროდუქტის სტრატეგიასა და ხედვას, იდეაციისა და კონცეფციის განვითარებას, პროდუქტის განვითარების და ცხოვრების ციკლს, თანამშრომლობას და კომუნიკაციას, და მეტრიკებს და ანალიტიკას.

სულ 215 ადამიანმა გაიარა უწყვეტი განათლების დეპარტამენტის კურსები.

საკონტაქტო ინფორმაცია: llc@alte.edu.ge