Flag 0Flag 1
logo

ალეკუ რუსოს სახელმწიფო უნივერსიტეტი

„ალეკუ რუსოს“ სახელმწიფო უნივერსიტეტი 1945 წელს, მოლდოვაში დაარსდა. ის სტუდენტებს განათლების მიღებას სთავაზობს როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე განათლების, ეკონომიკის, სამართლის, ინჟინერიის, სოციალური მეცნიერებებისა და კომპიუტერული მეცნიერებების დარგებში. უნივერსიტეტი სწავლას მრავალ ენაზე ახორციელებს, მათ შორის რუმინულ და რუსულ ენებზე.

 

უნივერსიტეტი თანამშრომლობს 70-ზე მეტ საერთაშორისო დაწესებულებებთან. მონაწილეობს Erasmus+ და ევროპულ აკადემიურ პროგრამებში, მხარს უჭერს სტუდენტურ გაცვლით და ერთობლივ კვლევით პროექტებს, კულტურულ აქტივობებს, რომლებიც ხელს უწყობს რეგიონულ და საერთაშორისო განვითარებას.

 

ალტე უნივერსიტეტსა და „ალეკუ რუსოს“ სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული. თანამშრომლობა საერთაშორისო გამოცდილების მიღების კუთხით მრავალმხრივ შესაძლებლობებს სთავაზობს სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, კერძოდ:გაცვლითი პროგრამების, ერთობლივი კვლევითი პროექტების ორგანიზებას, სასწავლო მასალებისა და ლიტერატურის გაცვლას, ერთობლივი პროგრამების განვითარებას.