ათენის ეკონომიკისა და ბიზნესის უნივერსიტეტი საბერძნეთის წამყვანი საგანმანათლებლო დაწესებულებაა ეკონომიკისა და ბიზნესის განათლების მიმართულებით. უნივერსიტეტი 1920 წელს დაარსდა და ქვეყნის მესამე უძველესი უნივერსიტეტია. იგი შედგება სამი სკოლისგან - ეკონომიკის, ბიზნესის, ინფორმაციული მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების - სკოლებისგან, რომლებიც სტუდენტებს სთავაზობენ საბაკალავრო, 28 სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამას, მათ შორის ინგლისურ ენაზეც. უნივერსიტეტი მხარს უჭერს პრაქტიკულ სწავლებას ტრენინგებისა და ინდუსტრიებთან ერთად ორგანიზებული სემინარების მეშვეობით.
AUEB ყოველწლიურად მასპინძლობს 250-ზე მეტ Erasmus+ სტუდენტს და ხელს აწერს 240-ზე მეტ Erasmus+ შეთანხმებას. უნივერსიტეტს ასევე აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან (მაგ., ილინოისის უნივერსიტეტი, ბენტლი, CERN, პავია და ნაგოია), რაც ორმაგი ხარისხის, გაცვლით პროგრამებში და კვლევებში საერთაშორისო თანამშრომლობის საშუალებას იძლევა. უნივერსიტეტი აკრედიტებულია AMBA-ს მიერ.
ალტე უნივერსიტეტსა და AUEB-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული. თანამშრომლობა საერთაშორისო გამოცდილების მიღების კუთხით მრავალმხრივ შესაძლებლობებს სთავაზობს სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, კერძოდ:გაცვლითი პროგრამების, ერთობლივი კვლევითი პროექტების ორგანიზებას, სასწავლო მასალებისა და ლიტერატურის გაცვლას, ერთობლივი პროგრამების განვითარებას.
