Flag 0Flag 1
ak-shegidzlia-moipovo-stsavlis-sruli-dafinanseba
გაიგე მეტი

ივლისი 09, 2026

„არაფორმალური განათლების იდეების კონკურსი” წარმატებით დასრულდა

ალტე უნივერსიტეტის „მასწავლებელთა საბჭოს“ ინიციატივით ორგანიზებული პროექტი - „არაფორმალური განათლების იდეების კონკურსი” წარმატებით დასრულდა!
 

ფინალურ ეტაპზე გადასულ მონაწილეებს, სპეციალური ტრენინგების შემდეგ, ჩაუტარდათ დამატებითი მენტორინგ სესია, რაც მათ ფინალური პრეზენტაციების მომზადებაში დაეხმარათ. 
 

მასწავლებლებმა თავიანთი პრეზენტაციები ალტე უნივერსიტეტის კამპუსში, ჟიურის წევრებსა და დამსწრე აუდიტორიას წარუდგინეს. ჟიურის წევრებმა გამოავლინეს 3 საუკეთესო იდეა, რომელიც ყველაზე მეტად შეუწყობს ხელს სკოლებში არაფორმალური განათლების პოპულარიზაციას.
 

ალტე უნივერსიტეტმა თითოეულ გამარჯვებულს იდეის განხორციელებისთვის ფულადი პრიზი - 1000 ლარი გადასცა:

 

  • ლალი მარგიანი (სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნის საჯარო სკოლა) - „ეკო-ნაკერი, იდეიდან ბრენდამდე“
  • ნინო ფსუტური (ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია) - „ჰიდრო-ლაბი“
  • კახა გალდავა (სსიპ ქ. სამტრედიის N1 საჯარო სკოლა) - „პოდკასტების კლუბი“.

     

პროექტის პარტნიორმა, გამომცემლობა „დიოგენემ“, თავისი რჩეული გამოავლინა, რომელსაც იდეის განხორციელებაში რესურსულ მხარდაჭერას გაუწევს:

 

  • ნესტან ღორჯომელაძე (სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტუნაძეების საჯარო სკოლა) - „პროფესიული ჰაბი - სკოლაში“.

 

ნახევარფინალისტებსა და ფინალისტებს კი სერტიფიკატები გადაეცათ.
 

ალტე უნივერსიტეტისთვის მასწავლებელთა მხარდაჭერა მნიშვნელოვანია და სამომავლოდ, მასწავლებელთა საბჭოსთან ერთად,  არაერთი მსგავსი ინიციატივისა თუ ღონისძიების განხორციელება იგეგმება.

araformaluri-ganatlebis-ideebis-konkursi-tsarmatebit-dasrulda-2araformaluri-ganatlebis-ideebis-konkursi-tsarmatebit-dasrulda-2