ალიკანტეს უნივერსიტეტი ოფიციალურად 1979 წლის ოქტომბერში, 1968 წელს შექმნილი უნივერსიტეტის სასწავლო ცენტრის (CEU) საფუძველზე დაარსდა. უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ფართო არჩევანს, რომლებიც მოიცავს ისეთ დისციპლინებს, როგორიცაა სოციალური მეცნიერებები, ტექნოლოგია, ჰუმანიტარული მეცნიერებები, სამართალი, ჯანდაცვის მეცნიერებები და სხვა.
UA-ს ერთ-ერთი ძლიერი მხარე მისი საერთაშორისო ჩართულობა და მობილობის პროგრამებია. უნივერსიტეტი 300-ზე მეტი საერთაშორისო პარტნიორობის ფარგლებში, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო სტუდენტებს სთავაზობს მრავალფეროვან Erasmus+, DRAC, SICUE და სხვა გლობალური მობილობის პროგრამებს. აღსანიშნავია, რომ UA-მ დადო პრემიერ მობილობის შეთანხმება კალიფორნიის უნივერსიტეტთან (UC), რაც მის სტუდენტებს საშუალებას აძლევს ისწავლონ UC-ის 10 კამპუსიდან 9-ში და ორმხრივად უმასპინძლონ UC-ის სტუდენტებს UA-ში. აღნიშნული უნიკალური შეთანხმებაა, რომელიც მხოლოდ ორ სხვა ესპანურ უნივერსიტეტს აქვს გაზიარებული.
ალტე უნივერსიტეტსა და ალიკანტეს უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული. თანამშრომლობა საერთაშორისო გამოცდილების მიღების კუთხით მრავალმხრივ შესაძლებლობებს სთავაზობს სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, კერძოდ:გაცვლითი პროგრამების, ერთობლივი კვლევითი პროექტების ორგანიზებას, სასწავლო მასალებისა და ლიტერატურის გაცვლას, ერთობლივი პროგრამების განვითარებას.
