Flag 0Flag 1
logo

ალგებრა-ბერნაის უნივერსიტეტი

ალგებრა-ბერნაის უნივერსიტეტი, 1998 წელს დაარსდა და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებაა ხორვატიაში. უნივერსიტეტი მასპინძლობს 1600-ზე მეტ სტუდენტს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე. უნივერსიტეტში აქტიურია ცხრა საბაკალავრო  და ექვსი სამაგისტრო პროგრამა, მათ შორის მონაცემთა მეცნიერები, გამოყენებითი კომპიუტერული ინჟინერია და ელექტრონული ლიდერობის MBA.

 

ალგებრა-ბერნაი ცნობილია ძლიერი საერთაშორისო კავშირებით. მას ოფიციალური პარტნიორობა აქვს მსხვილ ტექნოლოგიურ პროვაიდერებთან (Microsoft, Cisco, Oracle, Adobe, Red Hat და ა.შ.). უნივერსიტეტი სტუდენტებს პროგრამების უმრავლესობას ასევე ინგლისურ ენაზე სთავაზობს და აქტურადაა ჩართული სტუდენტურ გაცვლით პროგრამებში 140-ზე მეტ უნივერსიტეტთან. მისი კვლევითი განყოფილება, Algebra Research LAB, თანამშრომლობს საჯარო დაწესებულებებთან და კომპანიებთან ხელოვნური ინტელექტის, IoT, კიბერუსაფრთხოების, ციფრული ეკონომიკისა და ციფრული ხელოვნების პროექტებზე.

 

ალტე უნივერსიტეტსა და ალგებრა-ბერნაის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული. თანამშრომლობა საერთაშორისო გამოცდილების მიღების კუთხით მრავალმხრივ შესაძლებლობებს სთავაზობს სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, კერძოდ:გაცვლითი პროგრამების, ერთობლივი კვლევითი პროექტების ორგანიზებას, სასწავლო მასალებისა და ლიტერატურის გაცვლას, ერთობლივი პროგრამების განვითარებას.

ალგებრა-ბერნაის უნივერსიტეტი