Flag 0Flag 1
ak-shegidzlia-moipovo-stsavlis-sruli-dafinanseba

ფინანსური მხარდაჭერა აბიტურიენტებისთვის

გაიგე მეტი

თებერვალი 04, 2026

"AI ლანდშაფტი: ტენდენციები და კროს-სექტორული გამოყენება”

ალტე უნივერსიტეტში IT სკოლისა და „ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის“ ორგანიზებით მრგვალი მაგიდის დისკუსია - “AI ლანდშაფტი: ტენდენციები და კროს-სექტორული გამოყენება” გაიმართა.

 

შეხვედრა ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკულ და თეორიულ ასპექტებს დაეთმო. დისკუსიას საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლის დეკანი - რუსო სანაძე უძღვებოდა.

 

ღონისძიება AI სფეროს ექსპერტები და მოწვეული სპიკერების მიერ წარიმართა:

  • თორნიკე რაზმაძე - რადიუმის დამფუძნებელი;
  • გიორგი ხანიშვილი - ველინის დირექტორი;
  • გიორგი გვასალია - DeteqtAI-ს დამფუძნებელი;
  • ლაშა დალაქიშვილი - ალტე უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი.
  • გიორგი კვინიკაძე - GAIA-ს წევრი.

 

სპიკერებმა ისეთ მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრეს, როგორიცაა: ალგორითმული ხელოვნური ინტელექტი, AI-ის ადაპტაცია კლასიკურ ბიზნესებში, ხელოვნური ინტელექტი განათლებასა და მეცნიერებაში და სხვა.

 

შეხვედრის განმავლობაში დამსწრეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ჩართულიყვნენ ღია დისკუსიაში, დაესვათ მათთვის საინტერესო შეკითხვები და მიეღოთ რჩევები ექსპერტებისგან.

"AI ლანდშაფტი: ტენდენციები და კროს-სექტორული გამოყენება”"AI ლანდშაფტი: ტენდენციები და კროს-სექტორული გამოყენება”