შემოიტანე განაცხადი
სივრცე, სადაც იდეები რეალობად გარდაიქმნება
ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრი წარმოადგენს დინამიურ ჰაბს, რომელიც სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალსა და გარე პარტნიორებს ისეთი საერთო მიზნების ირგვლივ აერთიანებს, როგორებიცაა ინოვაციური აზროვნება, ლიდერობა და მეწარმეობრივი კულტურის განვითარება.
ჩვენი მისია
ცენტრი ქმნის გარემოს, რომელშიც თითოეულ ადამიანს შეუძლია, იდეა მოქმედებად გარდაქმნას, გამოწვევა კი - შესაძლებლობად. ჩვენი მიზანია ისეთი ეკოსისტემის შექმნა, რომელიც შემოქმედებით აზროვნებას, მეწარმეობრივ უნარებსა და თანამედროვე ტექნოლოგიების პრაქტიკულ გამოყენებას აძლიერებს.
სტრატეგიული მნიშვნელობა
- გააძლიეროს კავშირი აკადემიასა და ინდუსტრიას შორის;
- შექმნას პლატფორმა ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისთვის;
- ხელი შეუწყოს ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორობას.
ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის საქმიანობა ეფუძნება ეთიკის, პასუხისმგებლობისა და გამჭვირვალობის პრინციპებს.