აპრილი 4, 2024
YATA Georgia
2024 წლის 4 აპრილს ნატოს დაარსებიდან 75 წელი შესრულდა.
ალტე უნივერსიტეტმა და ახალგაზრდულმა არასამთავრობო ორგანიზაცია YATA Georgia-მ, ალტე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, ლევან სიხარულიძის, ორგანიზებით ჩაატარეს ერთობლივი კონფერენცია, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის 30 სტუდენტი მონაწილეობდა.
კონფერენციაზე მიმოიხილეს ნატოს წინაშე არსებული გამოწვევები, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, როგორც ევროპაში, ისე მსოფლიოში.
ისაუბრეს ჰიბრიდული ომზე, რომელიც კრემლის მიერ მიზნად ისახავს ფასეულობების გაყალბებასა და ჩანაცვლებას.
მომხსენებელთა შორის იყვნენ ალტე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორები თეონა აქუბარდია, ლეონიდე სიხარულიძე, საქართველოს უნივერსიტეტის მკვლევარი, გიორგი ბილანიშვილი და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის პროფესორი, კორნელი კაკაჩია. შეხვედრა წარმიმართა მოხსენებებისა და კითხვა პასუხის რეჟიმში.