WSB უნივერსიტეტი კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც 1994 წელს, პოლონეთში დაარსდა. მას აქვს რამდენიმე კამპუსი და სტუდენტებს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ფართო არჩევანს სთავაზობს. უნივერსიტეტი ძირითადად ფოკუსირებულია ისეთ სფეროებზე, როგორიცაა ბიზნესი, მენეჯმენტი, IT, ფინანსები და სამართალი.
უნივერსიტეტი Erasmus+ პროგრამის მეშვეობით ევროპის მრავალი უნივერსიტეტის პარტნიორია, რაც ხელს უწყობს სტუდენტებისა და პერსონალის გაცვლით პროგრამებში ჩართვას. WSB ასევე ხელს უწყობს გამოყენებით კვლევას და უწყვეტ განათლებას, რათა მოამზადოს კურსდამთავრებულები ცვალებადი დასაქმების ბაზრისთვის.
ალტე უნივერსიტეტსა და WSB უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული. თანამშრომლობა საერთაშორისო გამოცდილების მიღების კუთხით მრავალმხრივ შესაძლებლობებს სთავაზობს სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, კერძოდ:გაცვლითი პროგრამების, ერთობლივი კვლევითი პროექტების ორგანიზებას, სასწავლო მასალებისა და ლიტერატურის გაცვლას, ერთობლივი პროგრამების განვითარებას.