Flag 0Flag 1
logo

WSB - ეროვნული ლუისის უნივერსიტეტი

WSB – ეროვნული ლუისის უნივერსიტეტი არის თანამედროვე, პრაქტიკაზე ორიენტირებული უნივერსიტეტი პოლონეთში, რომელიც სტუდენტებს სთავაზობს ინოვაციურ და შრომის ბაზრის მოთხოვნებზე მორგებულ საგანმანათლებლო პროგრამებს. უნივერსიტეტი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ბიზნესის, მენეჯმენტის და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებებზე, აერთიანებს აკადემიურ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას. საერთაშორისო პარტნიორობები და თანამედროვე სასწავლო გარემო უზრუნველყოფს სტუდენტების კონკურენტუნარიანობას გლობალურ ბაზარზე.

 

ალტე უნივერსიტეტსა და WSB – ეროვნული ლუისის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული. თანამშრომლობა საერთაშორისო გამოცდილების მიღების კუთხით მრავალმხრივ შესაძლებლობებს სთავაზობს სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, კერძოდ:გაცვლითი პროგრამების, ერთობლივი კვლევითი პროექტების ორგანიზებას, სასწავლო მასალებისა და ლიტერატურის გაცვლას, ერთობლივი პროგრამების განვითარებას.

 

wsb-erovnuli-luisis-universitetiWSB - ეროვნული ლუისის უნივერსიტეტი