ვესტმინსტერის საერთაშორისო უნივერსიტეტი ტაშკენტში, არის ცენტრალური აზიის პირველი საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც დაარსდა 2002 წელს ბრიტანეთის ვესტმინსტერის უნივერსიტეტთან პარტნიორობით. უნივერსიტეტი სთავაზობს ბრიტანული სტანდარტების მიხედვით აკრედიტებულ პროგრამებს საბაკალავრო და სამაგისტრო დონეზე, სადაც სწავლება სრულად ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს. თანამედროვე სასწავლო გარემოსა და საერთაშორისო აკადემიური მიდგომების მეშვეობით, უნივერსიტეტი ამზადებს გლობალურად კონკურენტუნარიან სპეციალისტებს ბიზნესის, ეკონომიკის, ტექნოლოგიებისა და სამართლის სფეროებში.
ალტე უნივერსიტეტსა და ვესტმინსტერის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული. თანამშრომლობა საერთაშორისო გამოცდილების მიღების კუთხით მრავალმხრივ შესაძლებლობებს სთავაზობს სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, კერძოდ:გაცვლითი პროგრამების, ერთობლივი კვლევითი პროექტების ორგანიზებას, სასწავლო მასალებისა და ლიტერატურის გაცვლას, ერთობლივი პროგრამების განვითარებას.

