Flag 0Flag 1
ak-shegidzlia-moipovo-stsavlis-sruli-dafinanseba
გაიგე მეტი

ტურიზმისა და ეკოლოგიის საუნივერსიტეტო კოლეჯი

ტურიზმისა და ეკოლოგიის საუნივერსიტეტო კოლეჯი სპეციალიზებული დაწესებულებაა, რომელიც სტუდენტებს სთავაზობს პროგრამებს ტურიზმის, სტუმართმოყვარეობისა და გარემოსდაცვითი მეცნიერებების სფეროში. იგი ორიენტირებულია მდგრადი ტურიზმის განვითარებაზე, ეკოლოგიასა და ბუნებრივი რესურსების მართვაზე.

 

კოლეჯი თანამშრომლობს საერთაშორისო უნივერსიტეტებთან და ინდუსტრიებთან, რათა სტუდენტებს შესთავაზოს პრაქტიკული გამოცდილებისა და კვლევებში ჩართვის შესაძლებლობები. უნივერსიტეტი მხარს უჭერს სტუდენტურ გაცვლით პროგრამებსა და სტაჟირებას, რათა მოამზადოს კურსდამთავრებულები საერთაშორისო დონეზე ტურიზმის მენეჯმენტისა და ეკოლოგიური დაცვის სფეროში.

 

ალტე უნივერსიტეტსა და ტურიზმისა და ეკოლოგიის საუნივერსიტეტო კოლეჯს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული. თანამშრომლობა საერთაშორისო გამოცდილების მიღების კუთხით მრავალმხრივ შესაძლებლობებს სთავაზობს სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, კერძოდ: გაცვლითი პროგრამების, ერთობლივი კვლევითი პროექტების ორგანიზებას, სასწავლო მასალებისა და ლიტერატურის გაცვლას, ერთობლივი პროგრამების განვითარებას.

ტურიზმისა და ეკოლოგიის საუნივერსიტეტო კოლეჯი