ალტე უნივერსიტეტს ჩინეთის ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ცინხუას უნივერსიტეტის Cyrus Tang-ის სტუდენტური ლიდერობის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს აკადემიური პერსონალისგან, დოქტორანტებისა და მაგისტრანტებისგან შემდგარი დელეგაცია ეწვია.
შეხვედრა დაეთმო რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის განხილვასა და დისკუსიას:
- საქართველო-ჩინეთის უმაღლესი განათლების სფეროში თანამშრომლობა;
- სტუდენტური და აკადემიური მობილობის გაზრდა;
- საქართველოს როლი, როგორც „შუა დერეფნის“ ჰაბი განათლებისა და გლობალური პარტნიორობების განვითარებაში.
ვიზიტის დასასრულს სტუმრები ალტე უნივერსიტეტის “კონფუცის ინსტიტუტს” ეწვივნენ და დეტალურად გაეცნენ იმ საგანმანათლებლო და კულტურულ ინიციატივებს, რომლებსაც ინსტიტუტი ახორციელებს.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ალტე უნივერსიტეტის “კონფუცის ინსტიტუტის” დირექტორი, ჟან ვენგანი (Zhang Wengang), საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, გოჩა მიქაუტაძე და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს მთავარი მდივანი, ჩენ ჟიუ (Chen Zhiyu).
ალტე უნივერსიტეტი განაგრძობს საერთაშორისო პარტნიორობების გაფართოებასა და სტუდენტებისთვის გლობალური შესაძლებლობების შექმნას!

