ალტე უნივერსიტეტში ციფრული ტრანსოფორმაციის ცენტრისა და IT სკოლის ორგანიზებით, ამასთანავე, STEM მასწავლებელთა ასოციაციის პარტნიორობით, განხორციელდა პროექტი „ციფრული მოქალაქეობა სკოლებში“.
ციფრული მოქალაქეობის პროექტის ფარგლებში შეირჩა 60-ზე მეტი აპლიკანტი მასწავლებელი, რომლებიც ორი კვირის განმავლობაში ოთხ სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ. შეხვედრები მოიცავდა შემდეგ თემებს:
- ციფრული უსაფრთხოება
- ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები და საფრთხეები
- რატომ მედიაწიგნიერება?
- კიბერუსაფრთხოების საჭიროებები, განათლება და კარიერა
ამავდროულად, თითოეული მასწავლებელი საკუთარ სკოლაში ხელმძღვანელობდა 2-დან 4-მდე მოსწავლისგან შემდგარ გუნდს (მე-9-დან მე-12 კლასამდე), რომლებიც იკვლევდნენ სკოლაში ციფრულ მოქალაქეობასთან დაკავშირებულ გამოწვევებს და შეიმუშავებდნენ სტრატეგიებს მათ დასაძლევად.
პროექტის დასასრულს ალტე უნივერსიტეტში მოეწყო მოსწავლეთა კონფერენცია, რომლის ფარგლებშიც გუნდებმა წარმოადგინეს თავიანთი ნაშრომები. სამი საუკეთესო გუნდის მასწავლებელი დაჯილდოვდა სპეციალური პრიზებით, ხოლო მოსწავლეებმა სასწავლო გრანტები მიიღეს.