Flag 0Flag 1
logo

ნოემბერი 11, 2025

ტრენინგი სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელებისთვის

31 ოქტომბერს, კვლევების ხელშეწყობის და პროექტების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელობით ჩატარდა ონლაინ ტრენინგი ალტე უნივერსიტეტის სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელებისთვის.


შეხვედრის მიზანი იყო სამაგისტრო ნაშრომის პროცესის ყოველი ეტაპის უფრო ეფექტურად წარმართვა, უნივერსიტეტში დამტკიცებული წესის შესაბამისად. ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს ნაშრომის შინაარსობრივ და სტრუქტურულ მოთხოვნებზე, ხელმძღვანელის როლზე კვლევის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში და იმ გზებზე, რომლებიც აძლიერებს სტუდენტსა და ხელმძღვანელს შორის თანამშრომლობას.


ტრენინგს უძღვებოდა სანდრო ტაბატაძე, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი (Ph.D.) და ასისტენტ-პროფესორი. სანდრო ტაბატაძე არის მოწვეული მკვლევარი მარბურგის ფილიპეს სახელობის უნივერსიტეტში და პოსტდოქტორანტი მკვლევარი კომენიუსის უნივერსიტეტში (ბრატისლავა).


შეხვედრა მიმდინარეობდა ინტერაქტიურ ფორმატში. მონაწილეებმა გააზიარეს საკუთარი გამოცდილება, საინტერესო შემთხვევები და პრაქტიკული რეკომენდაციები. სანდრო ტაბატაძემ წარადგინა პროექტის მართვის თანამედროვე ციფრული ინსტრუმენტები, რომლებიც ამარტივებს კვლევის პროცესის ორგანიზებას, ვადების დაცვასა და დოკუმენტაციის მართვას.


ალტე უნივერსიტეტი აგრძელებს აკადემიური საზოგადოების მხარდაჭერას და ხარისხიანი კვლევის კულტურის განვითარებას 

ტრენინგი სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელებისთვისტრენინგი სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელებისთვის