Flag 0Flag 1
logo

ნოემბერი 12, 2024

ტრენინგ-კურსი: „პრობლემის გადაჭრისა და გადაწყვეტილების მიღების ტექნიკები”

ალტე უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის მიერ კომპანიის ,,ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ თანამშრომელთათვის ჩატარდა ტრენინგ-კურსი: „პრობლემის გადაჭრისა და გადაწყვეტილების მიღების ტექნიკები”

 

კურსის ძირითადი ამოცანა იყო ვორკშოპის მონაწილეებისთვის პრობლემის გადაჭრის 6 ნაბიჯიანი მეთოდის გაცნობა და თითოული ნაბიჯისთვის კონკრეტული ინსტრუმენტების, სიმულაციური დავალებების მეშვეობით, გამოყენების შესაძლებლობის მიცემა. ტრენინგი აგებული იყო „learning by doing” მეთოდზე, რომელიც მოიცავს: კონკრეტული ინსტრუმენტების, სიმულაციური დავალებების მეშვეობით, ტრენინგის მსვლელობისთანავე გამოყენებას (Concrete experience- doing, having an experience); შეცდომებისა და მიგნებების გაანალიზებას მონაწილეების მხრიდან (Reflective observation- reviewing /reflecting on the experience); ინსტრუმენტის თეორიული საფუძვლების გაცნობას (Abstract conceptualization-concluding/learning from the experience.

 

კურსს უძღვებოდა მარიკა ნებიერიძე - ბიზნეს ტრენერი, რომელიც ამავდროულად, ალტე უნივერსიტეტში მოწვეული ლექტორი და HR კონსულტანტია.

 

კურსი ორ ნაკადად ჩატარდა. მისი ხანგრძლივობა კი 10 საკონტაქტო საათს შეადგენდა.

 

კურსის ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.

ტრენინგ-კურსი: „პრობლემის გადაჭრისა და გადაწყვეტილების მიღების ტექნიკები”