ტორ ვერგატას უნივერსიტეტი 1982 წელს, იტალიაში დაარსდა. სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომია პროგრამების ფართო არჩევანი, მათ შორის ეკონომიკა, ინჟინერია, სამართალი, ჰუმანიტარული მეცნიერებები, მედიცინა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. უნივერსიტეტი ცნობილია თავისი ძლიერი კვლევითი პროექტებითა და თანამედროვე ინფრასტრუქტურით.
ტორ ვერგატას უნივერსიტეტი აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო პროგრამებში, როგორიცაა Erasmus+ და არის რამდენიმე ევროპული საუნივერსიტეტი ქსელის წევრი. უნივერსიტეტი ხელს უწყობს სტუდენტებისა და პროფესორების მობილობას, ერთობლივ კვლევით პროექტებს და საერთაშორისო თანამშრომლობას.
ალტე უნივერსიტეტსა და ტორ ვერგატას უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული. თანამშრომლობა საერთაშორისო გამოცდილების მიღების კუთხით მრავალმხრივ შესაძლებლობებს სთავაზობს სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, კერძოდ: გაცვლითი პროგრამების, ერთობლივი კვლევითი პროექტების ორგანიზებას, სასწავლო მასალებისა და ლიტერატურის გაცვლას, ერთობლივი პროგრამების განვითარებას.