TEAM უნივერსიტეტი არის კერძო უნივერსიტეტი ტაშკენტში, უზბეკეთში, რომელიც დაარსდა 2020 წელს და წარმოადგენს ქვეყნის პირველ მეწარმეობაზე ორიენტირებულ უნივერსიტეტს. უნივერსიტეტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პრაქტიკულ სწავლებას, ინოვაციებსა და ბიზნესაზროვნების განვითარებას. საერთაშორისო პარტნიორობის ფარგლებში, მათ შორის ბრიტანეთის London South Bank University-თან თანამშრომლობით, სტუდენტებს სთავაზობს თანამედროვე, პრაქტიკაზე დაფუძნებულ განათლებას და ხელს უწყობს სტარტაპებისა და სამეწარმეო უნარების განვითარებას.
ალტე უნივერსიტეტსა და TEAM უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული. თანამშრომლობა საერთაშორისო გამოცდილების მიღების კუთხით მრავალმხრივ შესაძლებლობებს სთავაზობს სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, კერძოდ:გაცვლითი პროგრამების, ერთობლივი კვლევითი პროექტების ორგანიზებას, სასწავლო მასალებისა და ლიტერატურის გაცვლას, ერთობლივი პროგრამების განვითარებას.

