სუჩავას შტეფან ცელ მარეს უნივერსიტეტი, რუმინეთში 1990 წელს დაარსდა და არის აკრედიტირებული სახელმწიფო უნივერსიტეტი. იგი უზრუნველყოფს ხარისხიან განათლებას ხელმისაწვდომ ფასად საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურზე, მათ შორის სამედიცინო, ჰუმანიტარული, სიცოცხლისა და დედამიწის მეცნიერებების, ასევე ტექნიკური და ეკონომიკური მიმართულებით
უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს ფართო სასწავლო პროგრამებს, რომელიც მოიცავს 11 სკოლის 120-ზე მეტ საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო, პოსტდოქტორანტურისა და უწყვეტი განათლების პროგრამებს.
უნივერსიტეტი აქტიურადაა ჩართული Erasmus+-ისა და Horizon Europe-ის პროექტებში, ასევე თანამშრომლობს მსოფლიოს 200-ზე მეტ უნივერსიტეტთან. უნივერსიტეტი NEOLAiA ევროპული უნივერსიტეტების ალიანსის დამფუძნებელი წევრია, რომელიც მხარს უჭერს საზღვრისპირა თანამშრომლობას და ინკლუზიურ განათლებას ევროპაში.
ალტე უნივერსიტეტსა და სუჩავას შტეფან ცელ მარეს უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული. თანამშრომლობა საერთაშორისო გამოცდილების მიღების კუთხით მრავალმხრივ შესაძლებლობებს სთავაზობს სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, კერძოდ: გაცვლითი პროგრამების, ერთობლივი კვლევითი პროექტების ორგანიზებას, სასწავლო მასალებისა და ლიტერატურის გაცვლას, ერთობლივი პროგრამების განვითარებას.
