Flag 0Flag 1
ak-shegidzlia-moipovo-stsavlis-sruli-dafinanseba
გაიგე მეტი

აპრილი 21, 2026

ალტე უნივერსიტეტში „სტუდენტური კვლევითი ჰაბი“ ამოქმედდა

ალტე უნივერსიტეტის ახალი ინიციატივის - „სტუდენტური კვლევითი ჰაბის“ პირველი შეხვედრა წარმატებით გაიმართა. ღონისძიებას მედიცინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტები ესწრებოდნენ.

 

„სტუდენტური კვლევითი ჰაბი“ ალტე უნივერსიტეტის ინსტიტუციური ინიციატივაა, რომელიც სტუდენტებს კვლევით საქმიანობაში ჩართვასა და სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობაში ეხმარება. აღნიშნული პლატფორმა აძლიერებს კვლევაზე ორიენტირებულ აკადემიურ გარემოს და აერთიანებს აკადემიურ პერსონალს, მოწვეულ ლექტორებსა და სტუდენტებს კვლევითი თანამშრომლობისა და მენტორობის მიზნით.

 

ღონისძიება გახსნეს ვიცე-პრეზიდენტმა აკადემიურ საქმეთა და კვლევის მიმართულებით, ირმა გრძელიძემ და მედიცინის საერთაშორისო სკოლის დეკანმა, გიორგი გაბისონიამ. მათ სტუდენტებს ჰაბის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ და ამ ინიციატივაში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდეს.

 

შეხვედრის ფარგლებში, ალტე უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა სხვადასხვა კვლევასთან ერთად წარადგინა პროექტები, რომლებიც შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ არის დაფინანსებული.

 

„სტუდენტური კვლევითი ჰაბი“ ხელს შეუწყობს სტუდენტების კვლევითი კომპეტენციების განვითარებას, აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებასა და უნივერსიტეტში მდგრადი კვლევითი კულტურის ჩამოყალიბებას. ჰაბის ფარგლებში შეხვედრები ალტე უნივერსიტეტის ყველა სკოლის სტუდენტისთვის ეტაპობრივად გაგრძელდება.

studenturi-kvleviti-habis-pirveli-shekhvedra-tsarmatebit-gaimartastudenturi-kvleviti-habis-pirveli-shekhvedra-tsarmatebit-gaimartaალტე უნივერსიტეტში „სტუდენტური კვლევითი ჰაბი“ ამოქმედდა