Flag 0Flag 1
ak-shegidzlia-moipovo-stsavlis-sruli-dafinanseba
გაიგე მეტი

ნოემბერი 07, 2025

სტუდენტურ ბანაკზე რეგისტრაცია დაიწყო

ალტე უნივერსიტეტი და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი ნებისმიერი საფეხურის სტუდენტებს 5-დღიან სტუდენტურ ბანაკს სთავაზობს!


ბანაკი, CIF პროექტის ფარგლებში, ფერმერთა ასოციაციის, შვედეთის აგრარული მეცნიერებათა უნივერსიტეტისა (SLU), მონპელიეს უნივერსიტეტთან პარტნიორობით, 8-12 დეკემბერს, თელავში გაიმართება.


ბანაკის („ინოვაციური აგროტექნოლოგიების ინტეგრირება საგანმანათლებლო პროგრამებში“) ფარგლებში სტუდენტები გაიცნობენ თანამედროვე აგროტექნოლოგიურ მიდგომებს, მათ შორის დრონებისა და მიკროკონტროლერების გამოყენებას სოფლის მეურნეობაში 


5-დღიანი ინტენსიური პროგრამა აერთიანებს ლექციებს, პრაქტიკულ სესიებსა და გუნდურ სამუშაოებს, რომელსაც ქართველი და უცხოელი ექსპერტები წარუძღვებიან.
 

  • დაინტერესების შემთხვევაში, სტუდენტებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე
  • განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 25 ნოემბერი
  • სამუშაო ენა: ინგლისური
     

პროექტი სრულად უზრუნველყოფს მონაწილეთა ტრანსპორტირებას, განთავსებასა და კვებას ბანაკის განმავლობაში.


ბანაკის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები

 

პროგრამის მიმოხილვა 
 

ხუთდღიანი ინტენსიური პროგრამა აერთიანებს ლექციებს, პრაქტიკულ სესიებსა და გუნდურ სამუშაოებს, რომელსაც წარუძღვებიან ქართველი და უცხოელი ექსპერტები. 
 

პროგრამა მოიცავს: 

  • პრეზენტაციებს ექსპერტებისგან: SLU (შვედეთის აგრარული მეცნიერებათა უნივერსიტეტი), თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ალტეს უნივერსიტეტი, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია და მონპელიეს აგრო უნივერსიტეტი; 
  • პრაქტიკულ ტრენინგებს დრონებისა და ჭკვიანი აგროტექნოლოგიების მიმართულებით; 
  • გუნდურ დავალებებსა და სტუდენტთა პრეზენტაციებს; 
  • კულტურულ და ნეთვორქინგ ღონისძიებებს. 
     

ყველა აქტივობა ჩატარდება ინგლისურ ენაზე. 

 

მონაწილეობის კრიტერიუმები 
 

  • საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აქტიური სტუდენტის სტატუსი (სწავლის სფერო: ინფორმაციული ტექნოლოგიები, ინჟინერია, ბიოლოგია, სოფლის მეურნეობა ან მომიჯნავე დარგი) 
  • ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე (დადასტურება შესაძლებელია ეროვნული გამოცდის შედეგით ან სერტიფიკატით); 
  • დრონებითა და მიკროკონტროლერებით მუშაობისადმი ინტერესი. 
     

პროექტის შესახებ 
 

CIF საგრანტო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტი „ინოვაციური აგროტექნოლოგიების ინტეგრირება საგანმანათლებლო პროგრამებში“ ხორციელდება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, პარტნიორობით ალტე უნივერსიტეტთან და შვედეთის აგრარულ მეცნიერებათა უნივერსიტეტთან (SLU). 
 

პროექტის მიზანია ინოვაციური აგროტექნოლოგიების ინტეგრირება ქართულ საგანმანათლებლო პროგრამებში ახალი არჩევითი კურსების დანერგვით, მათ შორის: 
 

  • დრონების მართვა; 
  • ბიოინფორმატიკა; 
  • გამოყენებითი აგროტექნოლოგიები; 
  • ჭკვიანი სისტემები ბიომონაცემებისთვის. 
     

პროექტი ხელს უწყობს ევროპული გამოცდილების გაზიარებას და საქართველოს აგროტექნოლოგიური განათლების განვითარებას. 

სტუდენტურ ბანაკზე რეგისტრაცია დაიწყო