ალტე უნივერსიტეტის ყოველწლიური სასკოლო პროექტი "START-UP მარათონი 2025" წარმატებით დასრულდა. 500 რეგისტრირებული ინოვაციური იდეიდან ჟიურიმ 11 საუკეთესო ამოარჩია.
ფინალურ ღონისძიებაზე გუნდებმა თავიანთი ინოვაციური იდეები პრეზენტაციების სახით წარადგინეს, რომლებზეც მენტორების გუნდთან ერთად, ორი თვის განმავლობაში მუშაობდნენ.
პროექტის მხარდამჭერებმა და ჟიურის წევრებმა თავიანთი რჩეულები გამოავლინეს და დააჯილდოვეს:
ალტე უნივერსიტეტის რჩეული კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მე-11 კლასელებისგან შემდგარი გუნდი - Polymorph გახდა, რომლებმაც სასწავლო გრანტი მოიპოვეს!
Entrepreneur Georgia სამი გუნდის (G-AID, Astrobrain, სივრცე/Sivrce) მედია მხარდამჭერი გახდა, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, თავიანთი იდეა ფართო აუდიტორიას გააცნონ.
GITA • Tech Park-ი ასევე სამ გუნდს (სივრცე/Sivrce, G-AID, Polymorph, Aquaguard) დაეხმარება პროტოტიპის შექმნაში, ნაცვლად ერთისა, მეოთხე რჩეული გუნდი კი მენტორინგის პროგრამით დაჯილდოვდა.
რჩეული გამოავლინა TBC - თიბისიმაც- გუნდი სივრცე/Sivrce , რომელსაც იდეის განსახორციელებლად 5 000 ლარიანი ფულადი პრიზი გადაეცა.
“START-UP მარათონი”-ს მიზანი ახალგაზრდებში მეწარმეობის, ინოვაციური აზროვნებისა და ბიზნეს უნარების განვითარებაა. პროექტი უფროსკლასელებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, დარგის წამყვან პროფესიონალებთან ერთად დაამუშაონ იდეა, აქციონ ბიზნეს მოდულად და მოიპოვონ მის განსახორციელებლად საჭირო ფინანსები.