Flag 0Flag 1
logo

თებერვალი 06, 2026 - თებერვალი 27, 2026

Start-up მარათონი 2026 იწყება!

:

თებერვალი 06 16:00

თებერვალი 27 00:00

ალტე უნივერსიტეტი ყოველწლიურ სასკოლო „Start-up მარათონს“ იწყებს!

 

წელს პროექტს კიდევ უფრო მასშტაბური სახე აქვს და მისი საპრიზო ფონდი 13 000 ლარია.

 

ვიწვევთ X, XI ან XII კლასის მოსწავლეებს, საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან, საინტერესო, ინოვაციური Start-up იდეებით.

 

მოსწავლეებმა უნდა შექმნან 3-4 მოსწავლისგან დაკომპლექტებული გუნდი, ჩაერთონ მარათონში და განახორციელონ ან განავითარონ საკუთარი იდეა პროფესიონალ მენტორებთან ერთად.

 

„Start-up მარათონი“ მათ აძლევს შესაძლებლობას, გაიგონ, რა არის მეწარმეობა და რა ეტაპებს გადის იდეა, სანამ რეალობად იქცევა. ისინი შეძლებენ, განივითარონ გუნდური მუშაობის, ინოვაციური ხედვისა და რესურსების ეფექტურად მართვის უნარები.

 

პროექტის ეტაპები:

  • ინოვაციური ბიზნეს-იდეების და მონაწილეების რეგისტრაცია
  • იდეების გადარჩევა
  • ტრენინგ-სესიები შერჩეული იდეების ავტორებისთვის
  • მენტორინგი
  • ფინალური ღონისძიება – გამარჯვებული იდეების გამოვლენა

 

პრიზები:

  • ალტე უნივერსიტეტი რჩეული იდეის ავტორს გადასცემს ფულად პრიზს  5000 ლარის ოდენობით იდეის განხორციელების მხარდასაჭერად. გარდა ამისა, „ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის“ სერვისების მეშვეობით, დაეხმარება იდეის განვითარებასა და ინვესტორების მოძიებაში
  • პროექტის გენერალური სპონსორი ლიბერთი ბანკი თავის რჩეულ პროექტს 5000 ლარით დააფინანსებს.  ფინანსური მხარდაჭერის გარდა, ლიბერთი მონაწილეებს შესთავაზებს სტაჟირებას (3 მოსწავლე); სპეციალურად გოგოებისთვის შექმნილ ლიდერშიპის ტრენინგს; წვდომას ლიბერთის LMS სასწავლო პლატფორმაზე; AI-ის მიმართულებით მასტერკლასებსა და სოც.მედია მხარდაჭერას;
  • პროექტის სპონსორი Easy pay რჩეულ გუნდს გადასცემს 3000 ლარს;
  • კომპანია FINO თავის რჩეულ გუნდს გადასცემს 3000 ლარის ღირებულების სერვის პაკეტს;
  • Entrepreneur Georgia თავის რჩეულ იდეას მედია მხარდაჭერას გაუწევს;
  • GITA რჩეული იდეის ავტორს დაეხმარება პროტოტიპის შექმნაში.

 

გაიარეთ რეგისტრაცია მითითებულ ფორმაში და შემოგვიერთდით.

 

რეგისტრაცია 27 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

 

გისურვებთ წარმატებებს!

 

Start-up მარათონი 2026 იწყება!