Flag 0Flag 1
ak-shegidzlia-moipovo-stsavlis-sruli-dafinanseba
Learn More

სტამბოლის გელიშიმის უნივერსიტეტი

სტამბოლის გელიშიმის უნივერსიტეტი არის სწრაფად განვითარებადი კერძო უმაღლესი სასწავლებელი თურქეთში, რომელიც დაარსდა 2011 წელს. უნივერსიტეტი მოიცავს მრავალფეროვან აკადემიურ პროგრამებს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო დონეზე და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საერთაშორისო თანამშრომლობასა და ხარისხის უზრუნველყოფას. 130-ზე მეტ უნივერსიტეტთან პარტნიორობითა და საერთაშორისო აკრედიტაციებით, იგი სტუდენტებს სთავაზობს თანამედროვე, პრაქტიკაზე ორიენტირებულ განათლებას და აქტიურად უწყობს ხელს მათ გლობალურ კარიერულ განვითარებას.

 

ალტე უნივერსიტეტსა და სტამბოლის გელიშიმის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული. თანამშრომლობა საერთაშორისო გამოცდილების მიღების კუთხით მრავალმხრივ შესაძლებლობებს სთავაზობს სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, კერძოდ:გაცვლითი პროგრამების, ერთობლივი კვლევითი პროექტების ორგანიზებას, სასწავლო მასალებისა და ლიტერატურის გაცვლას, ერთობლივი პროგრამების განვითარებას.

stambolis-gelishimis-universitetiსტამბოლის გელიშიმის უნივერსიტეტი