SIAS უნივერსიტეტი 1998 წელს დაარსდა და ის მდებარეობს სინჟენგში, ჰენანის პროვინციაში, ჩინეთში. უნივერსიტეტი კერძო დაწესებულებაა, რომელიც აერთიანებს ჩინურ და დასავლურ საგანმანათლებლო ტრადიციებს. ის სტუდენტებს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, მეცნიერებებში, ინჟინერიაში, ბიზნესში, სამართალში, განათლებასა და მედიცინაში სთავაზობს. უნივერსიტეტში დასაქმებულია სხვადასხვა წარმომავლობის მქონდე აკადემიური პერსონალი, რაც ხელს უწყობს გლობალური და საერთაშორისო აკადემიური გარემოს ჩამოყალიბებას.
SIAS უნივერსიტეტი მსოფლიოს 180-ზე მეტ უნივერსიტეტთან თანამშროლობს და სტუდენტებსა და პროფესორებს მრავალფეროვან გაცვლით პროგრამებს სთავაზობს. უნივერსიტეტი ფოკუსირებულია კულტურათშორის განათლებაზე, რაც მიზნად ისახავს კურსდამთავრებულთა კარიერულ მომზადებას საერთაშორისო დასამქების ბაზრისთვის.
ალტე უნივერსიტეტსა და SIAS უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული. თანამშრომლობა საერთაშორისო გამოცდილების მიღების კუთხით მრავალმხრივ შესაძლებლობებს სთავაზობს სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, კერძოდ:გაცვლითი პროგრამების, ერთობლივი კვლევითი პროექტების ორგანიზებას, სასწავლო მასალებისა და ლიტერატურის გაცვლას, ერთობლივი პროგრამების განვითარებას.