ალტე უნივერსიტეტში SDG მდგრადი განვითარების ოლიმპიადა 2026-ის ლოკალური ნახევარფინალი გაიმართა!
მონაწილე გუნდებმა თავიანთი ინოვაციური პროექტები პროფესიონალი ჟიურის წინაშე წარადგინეს.
ჟიურის წევრების შემადგენლობაში იყვნენ:
- რუსო სანაძე - ალტე უნივერსიტეტის IT სკოლის დეკანი;
- სალომე ონიანი - ალტე უნივერსიტეტის IT სკოლის ასოცირებული პროფესორი;
- გარიკ თეიმურაზიანი - საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) კვლევისა და განვითარების მენეჯერი;
- თამარ მახარაძე - ალტე უნივერსიტეტის ვიცე პრეზიდენტი ფინანსებისა და ოპერაციების მიმართულებით;
- თორნიკე ბაქაქური - ალტე უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი.
ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ GREDA-ს წარმომადგენლები: აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე და სტრატეგიული განვითარებისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელი ირინა ქომეთიანი.
ნახევარფინალურ ეტაპზე 2 გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა:
- ალტე უნივერსიტეტის რჩეული: Safepeak - პროექტით "Offline Survival Guide for Georgia’s Mountain Communities"
- GREDA-ს რჩეული: Nakadi - პროექტით "A Verifiable Research Assistant Built on a University Consortium"
ორივე გუნდს 1,000-ლარიანი ფულადი პრიზი გადაეცა.
გამარჯვებულ გუნდებს ჟიურის წევრები დამატებით მენტორინგ სესიებს ჩაუტარებენ. ფინალურ ეტაპზე საბოლოოდ შერჩეული 1 საუკეთესო გუნდი ჟენევაში გაემგზავრება და ალტე უნივერსიტეტს ევროპის რეგიონულ ფინალზე წარადგენს
ვულოცავთ გამარჯვებულ გუნდებს და ვუსურვებთ წარმატებებს საერთაშორისო ასპარეზზე!

