საგანმანათლებლო პროგრამების ფორმირება, სწავლის შედეგები და დამატებითი ასპექტები

: ანგარიში
ცოდნა, კვალიფიკაციის ეროვნული ჩარჩოს მიზნებისათვის, არის სასწავლო ან/და საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებული ინფორმაციის, ფაქტების, პრინციპების, თეორიების, კონცეფციების, პროცედურების, თეორიული და პრაქტიკული მეთოდების ათვისების შედეგი.
გააზრება არის ცოდნის კონტექსტში მოქცევის უნარი, მათ შორის გახსენება, შერჩევა, იდენტიფიკაცია, ინტერპრეტაცია, კლასიფიკაცია, ახსნა, შეფასება, სისტემატური და კრიტიკული აზროვნება. უნარი ეხება ცოდნის გამოყენების უნარს კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად და პრობლემების გადასაჭრელად და აღწერილია შემეცნებითი და პრაქტიკული უნარების თვალსაზრისით.