Flag 0Flag 1
ak-shegidzlia-moipovo-stsavlis-sruli-dafinanseba

ფინანსური მხარდაჭერა აბიტურიენტებისთვის

გაიგე მეტი

იანვარი 22, 2026

საერთაშორისო მობილობა ალტე უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის

2025–2026 სასწავლო წლის ფარგლებში Erasmus+ საერთაშორისო მობილობის განაცხადების მიღება ალტე უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის დაიწყო.

 

პარტნიორი უნივერსიტეტები და შეთავაზებები: 
 

1. გდანსკის უნივერსიტეტი (University of Gdańsk, პოლონეთი) 
 

გდანსკის უნივერსიტეტი იწვევს ალტე უნივერსიტეტის 4 ადმინისტრაციულ და აკადემიურ პერსონალს Erasmus+ Training (STT) მობილობით საერთაშორისო კვირეულებზე (Staff Week). 2026 წლის 13-17 აპრილს გდანსკის უნივერსიტეტში დაგეგმილია კვირეული „AI & Digital Transformation in Higher Education“, ხოლო შემდეგი ღონისძიება იგეგმება 2026 წლის ივნისში (თემატიკა მოგვიანებით დაზუსტდება) შერჩეულმა კანდიდატებმა მობილობა უნდა განახორციელონ ერთ-ერთი ღონისძიების ფარგლებში, არაუგვიანეს 2026 წლის ივნისისა. აპრილში დაგეგმილი ღონისძიების საფასურია 350 ევრო.  
 

  • მობილობის ტიპი: Training (STT) 
  • მობილობის ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე + 2 მგზავრობის დღე 
  • განხორციელების პერიოდი: 2026 წლის აპრილი ან ივნისი.  
  • ვაკანტური ადგილები: 4 (ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი) 
  • გრანტი: 
  • 140 ევრო × 7 დღე = 980 ევრო (საცხოვრებელი/დღიური ხარჯები) 
  • მგზავრობის ხარჯი დაითვლება Erasmus Distance Calculator-ის მიხედვით 
  • გრანტის გაცემის წესი: თანხა გაიცემა მობილობის პირველ დღეს. 

 

2. ათენის ეკონომიკისა და ბიზნესის უნივერსიტეტი (Athens University of Economics and Business – AUEB, საბერძნეთი) 
 

ათენის ეკონომიკისა და ბიზნესის უნივერსიტეტი იწვევს ალტე უნივერსიტეტის როგორც აკადემიურ, ისე ადმინისტრაციულ პერსონალს Training (STT) მობილობის ფარგლებში.  
 

  • მობილობის ტიპი: Training (STT) 
  • მონაწილეები: აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი 
  • ვაკანტური ადგილები: 2 
  • განხორციელების პერიოდი: 2026 წლის თებერვლის შემდეგ 
  • მობილობის ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე + 2 მგზავრობის დღე 
  • გრანტი: დეტალები ეცნობებათ შერჩეულ კანდიდატებს. 

 

განაცხადის ფორმატი და შერჩევის პროცესი 
 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე (PDF ფორმატში): 

  • რეზიუმე (CV) 
  • მობილობის მოტივაციის მოკლე აღწერა 
  • შესაბამისი ხელმძღვანელის / დეპარტამენტის თანხმობა 
  • პასპორტის ასლი 
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მინ. B2 – CEFR ან ალტერნატიული დადასტურება) 
     

შერჩევისას გათვალისწინებული იქნება კანდიდატის პროფესიული შესაბამისობა პარტნიორი უნივერსიტეტის მოთხოვნებთან. 

საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მასპინძელი უნივერსიტეტი. 

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 31 იანვარი.  

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ: 
 

Erasmus+ პროგრამები ეფუძნება ინკლუზიურობისა და თანასწორობის პრინციპებს და უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა სტუდენტისა და პერსონალის წევრისთვის, მიუხედავად მათი ეკონომიკური, სოციალური თუ კულტურული ბექგრაუნდისა ან ჯანმრთელობის მდგომარეობისა. 

შერჩევის პროცესში დაუშვებელია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია, მათ შორის სქესის, რასის, კანის ფერის, ეთნიკური ან სოციალური წარმომავლობის, გენეტიკური მახასიათებლების, ენის, რელიგიის ან რწმენის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, ეროვნული უმცირესობის წევრობის, დაბადების ადგილის, შეზღუდული შესაძლებლობის, ასაკის ან სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე. 

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ ალტე უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს:  international@alte.edu.ge 

საერთაშორისო მობილობა ალტე უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის