15-16 ივნისს, ალტე უნივერსიტეტში მდგრადი განვითარების მიზნებისადმი (SDGs) მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება.
კონფერენცია მიზნად ისახავს ერთიანი აკადემიური პლატფორმის შექმნას, სადაც სტუდენტები, აკადემიური პერსონალი, მკვლევრები და დარგის სპეციალისტები შეძლებენ მდგრადი განვითარების აქტუალურ საკითხებზე მსჯელობას, სამეცნიერო ნაშრომების წარდგენასა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას.
ღონისძიება ორდღიანია და დაყოფილია სამიზნე აუდიტორიის მიხედვით:
15 ივნისი - „მდგრადი განვითარების მიზნები: ინტერდისციპლინარული კვლევა და ინოვაცია“
კონფერენციის პირველი დღე დაეთმობა აკადემიურ პერსონალსა და მკვლევრებს. სესიის ფარლგებში მკვლევრები და პრაქტიკოსები შეძლებენ წარმოადგინონ და განიხილონ კვლევის შედეგები, იდეები და პრაქტიკული გამოცდილება.
საკვანძო თემები
- ჯანმრთელობა და კეთილდღეობა
- განათლება, ტექნოლოგიები და ინოვაცია
- სამართალი, მმართველობა და სოციალური სამართლიანობა
- მდგრადი ეკონომიკა და პასუხისმგებელი ბიზნესი
გარემო, კლიმატი და მდგრადი განვითარება
16 ივნისი - „მდგრადი განვითარების მიზნები: სტუდენტური კვლევა და ინოვაცია“
მეორე დღე სრულად დაეთმობა სტუდენტურ კონფერენციას. პროგრამის ფარგლებში ასევე ჩატარდება ინტერაქციული ვორკშოპი: „SDG Solutions - Idea Generation Workshop“, რომელიც სტუდენტებს დაეხმარება მდგრადი განვითარების მიზნებზე ორიენტირებული ინოვაციური გადაწყვეტილებების გენერირებასა და პროექტების განვითარებაში.
ვორკშოპის მონაწილეებს ექნებათ 1.5 თვე იდეების დასახვეწად და დასამუშავებლად. ივლისის თვეში გაიმართება Pitching Presentation რომელიც ჩატარდება ადგილზე ან ონლაინ ფორმატში.
გამარჯვებული გუნდი წარადგენს საქართველოს Sustainability Olympiad-ის რეგიონალურ ნახევარფინალზე, სადაც ევროპის საუკეთესო სტუდენტურ გუნდებს შეხვდება. ალტე უნივერსიტეტი უზრუნველყოფს გამარჯვებული გუნდის მგზავრობის დაფინანსებას.
საკვანძო თემები
- ჯანმრთელობა და კეთილდღეობა
- განათლება, ტექნოლოგიები და ინოვაცია
- სამართალი, საზოგადოება და სოციალური სამართლიანობა
- ეკონომიკა, ბიზნესი და მდგრადი განვითარება
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ შესაბამის ბმულებს
- სტუდენტებისთვის: https://shorturl.at/GKSrc
- აკადემიური პერსონალისთვის: https://shorturl.at/jPE5L
კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ ელექტრონული სერტიფიკატები.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: research@alte.edu.ge
სრული ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.
