საფრანგეთში , ქალაქ ტულუზაში, 17-20 სექტემბერს საერთაშორისო განათლების ევროპული ასოციაციის (EAIE) ყოველწლიური გამოფენა და კონფერენცია გაიმართა, რომელშიც ტრადიციულად მონაწილეობას ალტე უნივერსიტეტიც იღებდა.
ევროპის უდიდესი საერთაშორისო განათლების ევროპის ასოციაციის გამოფენა ყოველწლიურად სხვადასხვა ევროპულ ქალაქში იმართება და წელს მას 200-ზე მეტი მონაწილე ჰყავდა.
ღონისძიებაზე ალტე უნივერსიტეტის დელეგაციის წევრები იყვნენ: რამაზ კუკულაძე - ალტე უნივერსიტეტის პრეზიდენტი, ანი ამირანაშვილი - ვიცე-პრეზიდენტი მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების მიმართულებით და თორნიკე ბაქაქური - საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი.
უნივერსიტეტის წარმომადგენლები ადგილზე პარტნიორ უნივერსიტეტებს შეხვდნენ. ასევე აქტიური შეხვედრები შედგა უნივერსიტეტებთან, რომლებთან პარტნიორობაც უახლოეს მომავალში განიხილება.
აღნიშნულ ღონისძიებაზე მონაწილეობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ალტე უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის მიზნებისთვის და მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ახალი, განსხვავებული საერთაშორისო შესაძლებლობების გაჩენას.

