Flag 0Flag 1
logo

რუსო სანაძე

საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლის დეკანი

რუსო სანაძეს ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით კერძო სექტორის მმართველობით რგოლებში მუშაობის 15+ წლიანი გამოცდილება აქვს. იგი ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ბაკალავრის,  განათლების მეცნიერებების მაგისტრისა და დოქტორის ხარისხებს. აქვს  20 წლიანი სწავლების გამოცდილება უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში. სადოქტორო ნაშრომზე მუშაობისას DAAD სტიპენდიების ფარგლებში აწარმოებდა სამეცნიერო კვლევებს ზაარლანდის და კილის კრისტიან-ალბრეხტის უნივერსიტეტებში. ამჟამად, აქტიურად იღებს მონაწილეობას სამეცნიერო და გაცვლით პროექტებში.