Flag 0Flag 1
ak-shegidzlia-moipovo-stsavlis-sruli-dafinanseba
გაიგე მეტი

მარტი 18, 2023 (13 : 00) - მარტი 18, 2023 (16 : 00)

რუსეთის ომი უკრაინაში

18 მარტს ალტე უნივერსიტეტის ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებათა სკოლის ინიციატივით იმართება კონფერენცია კრიტიკულად მნიშვნელოვან თემაზე - რუსეთის ომი უკრაინაში.

კონფერენცია გაიხსნება მარიამ მიქიაშვილის - St. Andrews-ს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის პოსტსაბჭოთა ევროპისა და ცენტრალური აზიის უსაფრთხოების, იდენტობისა და მმართველობის მკვლევრის - სიტყვით.

 

ღონისძიების მიზანია უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და რუსეთის აგრესიის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
ღონისძიების ამოცანა:

  • სფეროს ექსპერტების მიერ კრიზისის ანალიტიკური შეფასება დეზინფორმაციის;
  • პროპაგანდის და მათი თავიდან არიდების გზების იდენტიფიცირება;
  • მოვლენათა განვითარების შესაძლო სცენარების განხილვა.


 

კონფერენციაზე მოხსენებით წარდგებიან

13:10-14:30
უკრაინაში რუსეთის ომის სტრატეგიული ანალიზი - დავით სიხარულიძე, ალტე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

უკრაინაში რუსეთის ომის სტრატეგიული შეფასება - ბობ ჰემილტონი [TBC], აშშ-ს საელჩო.

ნატოსა და შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტის შეცვლა - ჯონ ბუშიჰედი, აშშ-ს არმიის ლეიტენანტი პოლკოვნიკი (რეტ.), ეროვნული უსაფრთხოების საკითხების მაგისტრი, აშშ-ს საზღვაო ასპირანტურის სკოლა.

რუსეთის ომის პოლიტიკური და უსაფრთხოების დინამიკა უკრაინის ომში- ბათუ ქუთელია, ალტე უნივერსიტეტის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მკვლევარი.

უკრაინაში რუსეთის ომის სამართლებრივი კვალიფიკაცია- გიგა ლემონჯავა, ალტე უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ხელმძღვანელი

უკრაინასთან რუსეთის ომის კიბერ განზომილება - ანდრო გოცირიძე, კიბერ სტრატეგიის კონსულტანტ-მკვლევარი.
მოხსენებების შემდეგ დრო დაეთმობა დისკუსიას. 
 

ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს 
 

რუსეთის ომი უკრაინაში