18 მარტს ალტე უნივერსიტეტის ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებათა სკოლის ინიციატივით გაიმართა კონფერენცია კრიტიკულად მნიშვნელოვან თემაზე - რუსეთის ომი უკრაინაში.
ღონისძიების მიზანი იყო უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და რუსეთის აგრესიის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
ღონისძიების ამოცანას წარმოადგენდა:
- სფეროს ექსპერტების მიერ კრიზისის ანალიტიკური შეფასება დეზინფორმაციის;
- პროპაგანდის და მათი თავიდან არიდების გზების იდენტიფიცირება;
- მოვლენათა განვითარების შესაძლო სცენარების განხილვა.
კონფერენციაზე მოხსენებით წარდგნენ: 13:10-14:30
- უკრაინაში რუსეთის ომის სტრატეგიული ანალიზი - დავით სიხარულიძე, ალტე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
- უკრაინაში რუსეთის ომის სტრატეგიული შეფასება - ბობ ჰემილტონი, აშშ-ს საელჩო.
- ნატოსა და შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტის შეცვლა - ჯონ ბუშიჰედი, აშშ-ს არმიის ლეიტენანტი პოლკოვნიკი (რეტ.), ეროვნული უსაფრთხოების საკითხების მაგისტრი, აშშ-ს საზღვაო ასპირანტურის სკოლა.
- რუსეთის ომის პოლიტიკური და უსაფრთხოების დინამიკა უკრაინის ომში- ბათუ ქუთელია, ალტე უნივერსიტეტის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მკვლევარი.
- უკრაინაში რუსეთის ომის სამართლებრივი კვალიფიკაცია- გიგა ლემონჯავა, ალტე უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ხელმძღვანელი;
- უკრაინასთან რუსეთის ომის კიბერ განზომილება - ანდრო გოცირიძე, კიბერ სტრატეგიის კონსულტანტ-მკვლევარი.
მოხსენებების შემდეგ დრო დაეთმო დისკუსიას
