კურსი უზრუნველყოფს პრაქტიკულ ცოდნას ინოვაციების მენეჯმენტის მიმართულებით. იგი აღწერს რამდენიმე ინოვაციის კონცეფციას და ჩარჩოს. განმარტავს, თუ როგორ შეიძლება მათი გამოყენება ნებისმიერ სამუშაო გარემოში ინოვაციური აქტივობების შესაქმნელად. მოიცავს წარმატებული და წარუმატებელი შემთხვევების შესწავლას, რაც საშუალებას აძლევს მონაწილეებს ჩაერთონ და დაუყოვნებლივ გამოიყენონ ახლად შეძენილი უნარები.
კურსი განკუთვნილია ყველა პროფესიონალისთვის, რომლებსაც სურთ ინოვაციების მენეჯმენტის კონცეფციების, ჩარჩოებისა და პრაქტიკული ინსტრუმენტების გაცნობა და ინოვაციის კულტურის დანერგვა ორგანიზაციაში.
კურსს უძღვება COSTAS CHRYSSOU, რომელიც ,,Tamegon Consulting”-ის დამფუძნებელი და მმართველი დირექტორია. მას 25 წლიანი საერთაშორისო გამოცდილება აქვს დამწყები და მასშტაბური ბიზნესის ზრდის, მენეჯმენტის კონსულტაციასა და უმაღლესი განათლების მიმართულებით.

