რიო ვერდეს უნივერსიტეტი არის ერთ-ერთი წამყვანი კერძო უმაღლესი სასწავლებელი ბრაზილიაში, რომელიც დაარსდა 1973 წელს და მდებარეობს რიო-ვერდეში, გოიასის შტატში. უნივერსიტეტი წარმოადგენს მრავალპროფილურ აკადემიურ ცენტრს და სთავაზობს პროგრამებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა მედიცინა, ინჟინერია, სამართალი, ბიზნეს ადმინისტრირება და აგრარული მეცნიერებები. UniRV გამოირჩევა ძლიერი ინფრასტრუქტურით, კვლევითი საქმიანობითა და რეგიონულ განვითარებაში აქტიური მონაწილეობით, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებით.
ალტე უნივერსიტეტსა და რიო ვერდეს უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული. თანამშრომლობა საერთაშორისო გამოცდილების მიღების კუთხით მრავალმხრივ შესაძლებლობებს სთავაზობს სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, კერძოდ:გაცვლითი პროგრამების, ერთობლივი კვლევითი პროექტების ორგანიზებას, სასწავლო მასალებისა და ლიტერატურის გაცვლას, ერთობლივი პროგრამების განვითარებას.

