26 ნოემბერს „ალტე უნივერსიტეტში“ Property Georgia-ს, FIABC-ისა და „ალტე უნივერსიტეტის“ბიზნეს სკოლის ორგანიზებით კრისტოფ საკიერზკის მასტერკლასი გაიმართა.
კრისტოფ საკიერზკი პოლონეთში მოქმედი NGL Advisory-ის უძრავი ქონების გუნდის დირექტორია. ასევე, იგი არის უძრავი ქონების ბროკერი, სერტიფიცირებული კომერციული ინვესტიციისა და RICS-ის წევრი. კრისტოფის საქმიანობის ძირითადი სფერო მოიცავს მასტერ გეგმის, რესტრუქტურიზაციის, შეფასებისა და უძრავი ქონების საბროკერო მომსახურებას.
მასტერკლასის ძირითადი სამუშაო თემა იყო: როგორ მოვიზიდოთ ინვესტიციები უძრავი ქონების სექტორში? უფრო დეტალურად, სპიკერმა ისაუბრა უმაღლესი და საუკეთესო გამოყენების კვლევების (HBU), როგორც ინვესტიციების მოსაზიდი ინსტრუმენტის თაობაზე.
მასტერკლასი განკუთვნილი იყო ექსკლუზიურად მხოლოდ „ალტე უნივერსიტეტის“ სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის.
