Flag 0Flag 1

აგვისტო 12, 2026

ქეთევან ცხადაძემ DAAD-ის კვლევითი გრანტი მოიპოვა

ალტე უნივერსიტეტის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი, ქეთევან ცხადაძე, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) 2026 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევითი გრანტის კონკურსის გამარჯვებული გახდა.


საგრანტო პროექტის ფარგლებში, რეგენსბურგის უნივერსიტეტში, გერმანელ კოლეგებთან თანამშრომლობით, დაგეგმილია ადმინისტრაციული სამართლის აქტუალური საკითხების კომპლექსური კვლევა და ადმინისტრაციული სამართლის სახელმძღვანელოს მომზადება, რომელიც განკუთვნილი იქნება ქართველი სტუდენტებისა და პრაქტიკოსი იურისტებისთვის.


ალტე უნივერსიტეტი ულოცავს ქეთევან ცხადაძეს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და უსურვებს ნაყოფიერ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას.

qetevan-tskhadadzem-daad-is-kvleviti-granti-moipova