საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

Flag 0Flag 1
Flag 0Flag 1
logo

სექტემბერი 18, 2024

პროექტზე ,,სამედიცინო ტექნოლოგიები სკოლაში'' განცხადებების მიღება დაიწყო

:

სექტემბერი 17 00:00

ოქტომბერი 14 00:00

ალტე უნივერსიტეტი აშშ-ის საელჩოს Alumni Engagement Innovation Fund-ის დაფინანსებით და აშშ საელჩოს გაცვლითი პროექტების კურსდამთავრებულთა გაერთიანებასთან პარტნიორობით აცხადებს IX-XII კლასელი გოგოების მიღებას პროექტში - “Medical Tech Education for High School Girls’’. 

პროექტში მონაწილეობისთვის შეირჩევა 100 მოსწავლე გოგო მე-9 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით. პროექტის ფარგლებში ისინი გაეცნობიან ბიოინჟინერიის და სამედიცინო ტექნოლოგიების თანამედროვე მიღწევებს, შეისწავლიან ელექტრონიკის საფუძვლებს არდუინოს საფუძველზე, გაეცნობიან ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს მედიცინაში და მენტორების დახმარებით იმუშავებენ სამედიცინო, სატარებელი მოწყობილობების პროტოტიპების შექმნაზე. პროგრამის დასკვნით ეტაპზე გაიმართება პროტოტიპების გამოფენა, სადაც სამი საუკეთესო გუნდი ჩვენი პარტნიორებისაგან მიიღებს საინტერესო პრიზებს. 

ლექციები ნოემბერში დაიწყება და ძირითადად ონლაინ ჩატარდება, პრაქტიკული ვორკშოფები შაბათობით ალტე უნივერსიტეტში გაიმართება. ლექციებს ჩაატარებენ, როგორც ალტე უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პროფესორები, ისე უცხოეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერები და მკვლევარები. 

შერჩევის პროცესი გუნდების რეგისტრაციით იწყება. თბილისში არსებული სკოლების IX-XII კლასის 5 გოგოსგან შემდგარმა გუნდმა უნდა გააკეთოს განაცხადი, სადაც თითოეული წევრის გამოცდილებისა და გუნდის მოტივაციის შესახებ უნდა იყოს ინფორმაცია მითითებული. სასურველია, რომ გუნდის ერთ წევრს მაინც ჰქონდეს რაიმე გამოცდილება ელექტრონიკისა და პროგრამირების მიმართულებით. სარეგისტრაციო ფორმა ივსება გუნდის სახელით, ერთ-ერთი წევრის მიერ. გუნდის წევრები უნდა სწავლობდნენ ერთსა და იმავე სკოლაში, ხოლო უშუალოდ სკოლიდან რამდენიმე გუნდს შეუძლია მონაწილეობის მიღება. სულ ოცი გუნდი შეირჩევა.

შერჩევის წესები:

  • თბილისში არსებული სკოლის IX-XII კლასის ზუსტად 5 გოგონასგან შემდგარი გუნდი (აუცილებლად ერთი სკოლიდან. შესაძლებელია, იყონ სხვადასხვა კლასში ან ერთი სკოლიდან იყოს რამდენიმე გუნდი). 
  • გუნდის ერთ წევრს მაინც უნდა ქონდეს რაიმე გამოცდილება ელექტრონიკის ან პროგრამირების მიმართულებით; 
  • სასურველია, მიუთითოთ რეკომენდაციის გამწევი მასწავლებელი, რომელიც ასწავლის ტექნოლოგიებს ან ბიოლოგიას თქვენს სკოლაში (საჭიროების შემთხვევაში დავუკავშირდებით შერჩევით ეტაპზე).

შეავსეთ ფორმა გუნდის სახელით მხოლოდ ერთხელ. განაცხადები შეფასდება მონაწილეების გამოცდილებისა და მოტივაციის მიხედვით. 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 14 ოქტომბერი