კურსის ფარგლებში მიმოხილული იქნება პროექტის მართვის სხვადასხვა მეთოდოლოგიები და მათი პრიორიტეტები. შეისწავლება პროექტის ყველა ის კომპონენტი, რაც საჭიროა ინიცირებიდან პროექტის დახურვამდე, ასევე, კონკრეტული ინსტრუმენტები, მათი პრაქტიკაში გადმოსატანად.
კურსი განკუთვნილია ნებისმიერ სფეროში მომუშავე, როგორც საწყისი, ასევე, საშუალო რგოლის მენეჯერებისთვის, თუ მათ უწევთ პროექტულ გარემოში მუშაობა, სადაც პროცესების და რესურსების ეფექტურად და გაცნობიერებულად მართვა, მოქნილობა და მუდმივი გაუმჯობესებისკენ სწრაფვა არის მნიშვნელოვანი ფაქტორები სასურველი შედეგის მისაღებად.
კურსს უძღვება თამთა ბასილაია - მუშაობის 8 წლიანი გამოცდილებით, სერტიფიცირებული პროექტის მენეჯერი pmp (project manager professional) pmi თბილისი, საქართველოს წევრი, BP (British Petroleum)-ის ახალი ოფისის პროექტის მენეჯერი.
სრული კურსის ხანგრძლივობა: 27 საკონტაქტო საათი.
სასწავლო პროგრამისა და განრიგის საბოლოო ფორმიერება მოხდება კომპანიის მოთხოვნებისა და საჭიროებების შესაბამისად.
ტრენინგის წარმატებულად გავლის შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი!

