Flag 0Flag 1
logo

პომერანიის უნივერსიტეტი სლუპსკში

პომერანიის უნივერსიტეტი სლუპსკში არის პოლონეთის საჯარო უნივერსიტეტი, რომელიც 50 წელზე მეტი ისტორიის საფუძველზე აერთიანებს აკადემიურ ტრადიციებსა და თანამედროვე, განვითარებაზე ორიენტირებულ მიდგომებს. უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს მრავალფეროვან საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს სხვადასხვა მიმართულებით, ხოლო კვლევითი საქმიანობა და საერთაშორისო თანამშრომლობა უზრუნველყოფს პრაქტიკულ გამოცდილებასა და გლობალურ გარემოზე მორგებულ განათლებას.

 

ალტე უნივერსიტეტსა და პომერანიის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული. თანამშრომლობა საერთაშორისო გამოცდილების მიღების კუთხით მრავალმხრივ შესაძლებლობებს სთავაზობს სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, კერძოდ:გაცვლითი პროგრამების, ერთობლივი კვლევითი პროექტების ორგანიზებას, სასწავლო მასალებისა და ლიტერატურის გაცვლას, ერთობლივი პროგრამების განვითარებას.

pomeraniis-universiteti-slupskshiპომერანიის უნივერსიტეტი სლუპსკში