პირველკურსელთა საყურადღებოდ!
გიზიარებთ 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მნიშვნელოვან თარიღებსა და ინსტრუქციას ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაციისთვის.
სასწავლო პროცესის დაწყების თარიღები პროგრამების მიხედვით
1. სასწავლო პროცესი დაიწყება 14 სექტემბერს შემდეგი პროგრამებისთვის:
- სამართალი;
- ფსიქოლოგია;
- მედიცინა (ქართულენოვანი);
- ბიზნესის ადმინისტრირება (ქართულენოვანი);
- კომპიუტერული მეცნიერება (ქართულენოვანი);
- ხელოვნური ინტელექტი და მონაცემთა ანალიტიკა (ქართულენოვანი).
2. სასწავლო პროცესი დაიწყება 19 ოქტომბერს შემდეგი პროგრამებისთვის:
- ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი);
- მედიცინა (ინგლისურენოვანი);
- სტომატოლოგია;
- კომპიუტერული მეცნიერება (ინგლისურენოვანი);
- ხელოვნური ინტელექტი და მონაცემთა ანალიტიკა (ინგლისურენოვანი).
ადმინისტრაციული რეგისტრაცია (2-4 სექტემბერი)
პირველკურსელთა ადმინისტრაციული რეგისტრაცია და სწავლის საფასურის გადახდა 2 სექტემბერიდან და 4 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. გაითვალისწინეთ, რომ რეგისტრაცია ონლაინ მიმდინარეობს.
2 სექტემბერს SMS-ით ყველა პირველკურსელი მიიღებს სარეგისტრაციო ბმულს (ბმული ასევე განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდსა www.alte.edu.ge და Facebook გვერდზე).
ონლაინ რეგისტრაციისას ასატვირთი დოკუმენტები (ყველა პირველკურსელისთვის):
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- ატესტატი (სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი);
- ფოტოსურათი (3x4);
- სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისთვის);
- შევსებული განცხადება (ფორმა დაგხვდებათ უნივერსიტეტის პორტალზე).
პროცესი არასრულწლოვანი პირველკურსელებისთვის:
არასრულწლოვანი პირველკურსელებისთვის ადმინისტრაციული რეგისტრაციის პროცესი წარიმართება ორ ეტაპად.
- პირველი ეტაპი: 2-4 სექტემბერი - ონლაინ რეგისტრაცია და დოკუმენტაციის ატვირთვა პორტალზე.
- მეორე ეტაპი: 2-4 სექტემბერი (12:00 – 17:00 სთ) - აბიტურიენტი მშობელთან ან კანონიერ წარმომადგენელთან ერთად უნდა მობრძანდეს უნივერსიტეტში და თან იქონიოს შემდეგი დოკუმენტები:
- მშობლის ან/და კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობა;
- აბიტურიენტის დაბადების მოწმობა;
- ნოტარიულად დამოწმებული ატესტატის ასლი;
- ფოტოსურათი 3X4;
- სამხედრო აღრიცხვის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის).
აკადემიური რეგისტრაცია (საგნების არჩევა)
- 7 - 12 სექტემბერი - აკადემიური რეგისტრაცია/საგნების არჩევა სამართლის, ფსიქოლოგიის, მედიცინის (ქართულენოვანი) ბიზნესის ადმინისტრირების (ქართულენოვანი), კომპიუტერული მეცნიერების (ქართულენოვანი), ხელოვნური ინტელექტი და მონაცემთა ანალიტიკის (ქართულენოვანი) პროგრამის სტუდენტებისთვის
- 12 - 17 ოქტომბერი - აკადემიური რეგისტრაცია/საგნების არჩევა ბიზნესის ადმინისტრირების (ინგლისურენოვანი), მედიცინის (ინგლისურენოვანი), სტომატოლოგიის (ინგლისურენოვანი), კომპიუტერული მეცნიერების (ინგლისურენოვანი), ხელოვნური ინტელექტი და მონაცემთა ანალიტიკის (ინგლისურენოვანი) პროგრამის სტუდენტებისთვის
იხილეთ სწავლის საფასურის გადახდის ინსტრუქცია დანართის სახით.
*ყურადღება! აბიტურიენტმა ყველა საჭირო დოკუმენტი უნდა წარმოადგინოს ადმინისტრაციული რეგისტრაციისათვის განსაზღვრულ ვადებში. სხვა შემთხვევაში ის ვერ მოხვდება პრეზიდენტის ბრძანებაში და ვერ მოიპოვებს სტუდენტის სტატუსს. აბიტურიენტებმა, რომლებიც არ/ვერ გაივლიან ადმინისტრაციულ რეგისტრაციას და ვერ მოიპოვებენ სტუდენტის სტატუსს 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში, სტუდენტის სტატუსის მოსაპოვებლად უნდა მიმართონ უნივერსიტეტს განცხადებით, არაუგვიანეს პრეზიდენტის ერთიანი აქტის გამოცემიდან მომდევნო წლის ივნისამდე.
გაითვალისწინეთ: ამ გზით აბიტურიენტის ჩარიცხვა გამორიცხავს მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის გამოყენების შესაძლებლობას.
