Flag 0Flag 1
logo

აპრილი 29, 2022

პირველი სასკოლო Start-up მარათონის გამარჯვებულები ცნობილია!

ყოველწლიური start-up მარათონი სკოლის მოსწავლეებისთვის დასრულდა. ფინალურ ეტაპზე მონაწილეობა 13 გუნდმა მიიღო. ალტე უნივერსიტეტმა პროექტის პარტნიორებთან ერთად რჩეული ბიზნეს იდეების ავტორი გუნდები გამოავლინა.

თიბისის რჩეული გუნდი გახდა Robobook, მათ საჩუქრად გადაეცათ 5000 ლარი. Robobook - ის გუნდი რობოტიკის შესასწავლად ინტერაქციულ წიგნს შექმნის, რომელიც თეორიულ და პრაქტიკულ სახალისო სავარჯიშოებს გააერთიანებს.

ალტე უნივერსიტეტმა ყველა გუნდის წევრს გადასცა სასწავლო გრანტი. გარდა ამისა, ალტე უნივერსიტეტმა გამოავლინა ორი რჩეული გუნდი, რომელთანაც უნივერსიტეტი ითანამშრომლებს, დაეხმარება ბიზნეს იდეის დახვეწასა და საჭირო ინვესტიციების მოზიდვაში. ესენია: HeadStart და IAVP (VPP).

HeadStart - მა წარმოადგინა დასაქმების საიტის შექმნის იდეა, რომელიც საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს მარტივად იპოვონ მათთვის საინტერესო სამუშაო. პლატფორმა დააკავშირებს დამსაქმებლებსა და პოტენციურ დასაქმებულებს ვირტუალურად, შესაძლებლობას მისცემს ორივე მხარეს დეტალური ინფორმაცია მიიღონ ერთმანეთის შესახებ ძალიან სწრაფად,რაც  გაამარტივებს ე.წ. რეკრუტმენტის პროცესს.

IAVP (VPP) - მაც დასაქმების აპლიკაციის შექმნის იდეა წარმოადგინა, რომელიც უფრო მეტად ორიენტირებული იქნება სტუდენტების დასაქმებაზე. ამ პლატფორმის საშუალებით სტუდენტებს პირველ ეტაპზე ექნებათ საშუალება სხვადასხვა კომპანიის პროექტებზე ვირტუალურად იმუშაონ, მიიღო გამოცდილება და პოზიტიური შეფასება დამსაქმებელი კომპანიისგან, ხოლო შემდგომ უკვე უშუალოდ დასაქმდნენ ამ კონკრეტულ კომპანიებში.

ალტე უნივერსიტეტის კიდევ ერთი რჩეული გუნდი გახდა Robobook, რომელსაც უნივერსიტეტი იდეის განვითარებასა და დამატებითი ინვესტიციების მოძიებაში დაეხმარება.

ისრაელის საელჩოს რჩეული გახდა HARU - მარიამ ნაცვლიშვილი, რომელსაც საჩუქრად გადაეცა ლეპტოპი. HARU-ს ბიზნეს იდეა გულისხმობს იმგვარი აპლიკაციის შექმნას,რომელიც დაეხმარება მომხმარებელს შფოთვის, დეპრესიის და უმოტივაციოების აღმოფხვრაში.

GITA-მ სამი რჩეული გუნდი გამოავლინა ესენია: NBSG, Robobook და Firelink, რომლებსაც GITA ფაბლაბის სერვისებით და პრე აქსელერაციის პროგრამებით დაეხმარება.

NBSG - ს გუნდმა წარმოადგინე მათ მიერ შექმნილი ახალი ტიპის ეგზოსკელეტონური მრავალფუნქციური დანადგარი NBSG – Nitinol Based Smart Gauntlets, რომელშიც მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს ნითინოლის უნიკალური თვისება - shape memory effect. NBSG შეასრულებს პაციენტებისთვის რეაბილიტაციაში დამხმარე მოწყობილობის როლს - დაეხმარება სარეაბილიტაციო კუნთს ჯანმრთელი ფორმის აღდგენაში.

Firelink - მა წარმოადგინა მფრინავი ნანოსატელიტების შექმნის იდეა, რომლებიც აწარმოებენ მონიტორინგს ტყის ხანძრების პრევენციის მიზნით.

Entrepreneur-ის რჩეული გუნდი ასევე გახდა NBSG. Entrepreneur Georgia NBSG-ის საინფორმაციო მხარდამჭერი იქნება.

პირველი სასკოლო Start-up მარათონის გამარჯვებულები ცნობილია!